ჯარისკაცის გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან - იხილეთ ვიდეოკადრები | Allnews.Ge

ჯარისკაცის გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან - იხილეთ ვიდეოკადრები

სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის გაქცევისა და სამხრეთ კორეის საზღვრის გადაკვეთის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

"ბიბისის" ცნობით, 13 ნოემბერს ჯარისკაცი უსაფრთხოების ერთობლივ ზონას მიუახლოვდა, შემდეგ კი საზღვრის მეორე მხარეს ფაქტობრივად გაიქცა, რადგან მას უკან ტყვიების წვიმა მიჰყვებოდა.

უსაფრთხოების ერთობლივი ზონა 250 კილომეტრიანი დემილიტარიზაციის ზონის ერთადერთი ადგილია, სადაც ჩრდილოეთ და სამხრეთი კორეის ჯარისკაცები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. უსაფრთხოების ერთობლივი ზონა პატარა სოფელ პანმუნჯომში მდებარეობს და სამხრეთ კორეელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილია.

ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გაქცევისას სასწაულებრივად გადარჩა. სხვა ჯარისკაცები მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ, როგორც კი მან მანქანა დატოვა და დემარკაციის ხაზის გადაკვეთა სცადა.

myquiz