Aljazeera თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციაზე წერს | Allnews.Ge

Aljazeera თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციაზე წერს

თბილისში ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულთა წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის შესახებ Aljazeera წერს. გამოცემის ცნობით, საქართველოს დედაქალაქში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმის, რომელიც ქვეყნის კონტრტერორისტული ჯგუფების მიერ მრავალსართულიანი შენობის შტურმს ახლავს თან.

Aljazeera  ცნობით, ტერორიზმში ბრალდებულები საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არიან გამაგრებლები და მათი განიარაღება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

გამოცემა თვითმხილველთა ინფორმაციას იშველიებს და განმარტავს, რომ სპეცოპერაცია ადგილობრივი დროით ღამის 5 საათზე დაიწყო. გარდა ამისა, Aljazeera წერს, რომ ტერორიზმში ბრალდებულები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

myquiz