რაზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით? | Allnews.Ge

რაზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან გამართული შეხვედრის "ძირითადი შედეგები" გააცნო. ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა. ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

პუტინის თქმით, რუსეთში ვიზიტის დროს ასადმა კონსტიტუციური რეფორმისთვის და სირიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. იმის შესახებ, თუ როგორი იქნება სირიის პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალი, პუტინს არაფერი უთქვამს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა სირიის ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით სტაბილურობის მიღწევის საკითხში გაერო-ს ქმედებების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხებს ვლადიმერ პუტინი დღეს ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან განიხილავს.

პუტინთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპიც შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ის სირიაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობას "ძალიან მტკიცედ იცავდა". საერთო ჯამში, ტრამპი სატელეფონო საუბრით კმაყოფილი დარჩა.

სატელეფონო საუბარში ტრამპმა და პუტინმა ირანის ბირთვული პროგრამა, ასევე კორეის ნახევარკუნძულზე, ავღანეთში და უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.

myquiz