ნორვეგიელი მილიარდერი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 30 400 დოლარით დააჯარიმეს | Allnews.Ge

ნორვეგიელი მილიარდერი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 30 400 დოლარით დააჯარიმეს

22 წლის ნორვეგიელი მილიარდერი კატერინა ანდერსენი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 30 400 დოლარით დაჯარიმდა.

ნორვეგიული კანონების მიხედვით, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე ჯარიმა მძღოლის ქონების მიხედვით განისაზღვრება. "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, კატერინა ანდერსენი 1.23 მილიარდი დოლარის მფლობელია.

ნორვეგიული მედიის ცნობით, კანონის მიხედვით, ანდერსენს ასევე ეკუთვნოდა 18-დღიანი პატიმრობა და მართვის მოწმობის 13 თვით შეჩერება, თუმცა კანონის ეს ზომა მასზე არ გავრცელებულა.

ახალგაზრდა მილიარდერს ქონება მამისგან, იოზან ანდერსენისგან ერგო, რომელმაც 2007 წელს კატერინას და მის უმცროს დას, ალექსანდრას კომპანიის Ferd Holdings 80%-იანი წილი გადასცა. იხილეთ გაგრძელება

myquiz