მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოროშენკო მას ბოლო გაფრთხილებას აძლევს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოროშენკო მას ბოლო გაფრთხილებას აძლევს

პეტრო პოროშენკო იაფფასიანი "მაფიოზივით" იქცევა, ის "ბოლო გაფრთხილებას" მაძლევს, - ამის შესახებ კიევში მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია "ახალი ძალების" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"პეტრო პოროშენკო იაფფასიანი "მაფიოზივით" იქცევა, ის "ბოლო გაფრთხილებას" მაძლევს. როდესაც მე ოდესაში ვმუშაობდი, მან მოქალაქეობა ჩამოართვა ალექსანდრე ბოროვიკს და ამით მაფრთხილებდა, რომ მეც იგივე მელის. მე არ დავნებდი და მან მოქალაქეობა ჩამომართვა. ახლა მე კიევში ვარ და იჭერენ ჩემი გარემოცვის ყოფილ წევრებს, სცემენ და საქართველოში თავზე ტომარაჩამოცმულებს აგზავნიან. პოროშენკო ისევ მაფრთხილებს, რომ მეც იგივე მელის. მაგრამ მე ამის არ მეშინია - დამაკავონ, მცემონ, მომკლან - უკრაინელ ხალხს ისინი ვერ შეაჩერებენ", - აცხადებს სააკაშვილი.

myquiz