მიხეილ სააკაშვილი მისი გარემოცვის წევრების გატაცებაზე, ცემასა და საქართველოში გამოგზავნაზე საუბრობს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი მისი გარემოცვის წევრების გატაცებაზე, ცემასა და საქართველოში გამოგზავნაზე საუბრობს

ჩემი მეგობარი, დონბასის ომის გმირი დავით მაყიშვილი, ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე და საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი ქუჩაში გაიტაცეს, სცემეს და საქართველოში გააგზავნეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ჩემი მეგობარი, ქართული არმიის პოლკოვნიკი და უკრაინის აღმოსავლეთში ომის აქტიური მონაწილე, უკრაინის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი დავით მაყიშვილი კავშირზე არ გამოდის.

საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძეც. მას სახლში უკრაინელი მეუღლე და ქალიშვილი ელოდებიან.

8 შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დააკავა.

პეტრო პოროშენკოს პირადი ბრძანებით ისინი ქუჩაში დააკავეს, სცემეს და სპეციალური რეისით, უკრაინის ეროვნული გვარდიის თვითმფრინავით, თავზე ტომარაჩამოცმულები გააგზავნეს.

შსს-მ და უკრაინის უშიშროების სამსახურმა ასეთი უკანონობის შესრულებაზე უარი თქვეს და პრეზიდენტმა პოროშენკომ ეს უკანონო ოპერაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს მისცა“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

myquiz