11.10.2017 / 10:48
შრიფტის ზომა:

კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა

კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა და ავტონომიის სხვა ხელმძღვანელებმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

"ვაფუძნებთ კატალონიის რესპუბლიკას, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს", - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში, რომლის სახელწოდებაა "კატალონიის სახალხო წარმომადგენლების დეკლარაცია".

დოკუმენტის ტექსტში ასევე გამოცხადებულია "გარდამავალი პერიოდის შესახებ კანონის ძალაში შესვლა რესპუბლიკის სასამართლო და ძირითადი ინსტიტუტებისთვის".

"ვიწყებთ დამფუძნებელ პროცესს. ეს პროცესი დემოკრატიულია და ხალხის ნებას ეფუძნება. ვადასტურებთ ჩვენს მისწრაფებას მოლაპარაკებები დავიწყოთ ესპანეთის სახელმწიფოსთან, რაც მიმართული იქნება ორივე რეგიონის სასარგებლო თანამშრომლების ფარგლების დადგენაზე. ეს მოლაპარაკებები თანასწორ საფუძველზე

უნდა წარიმართოს", - ნათქვამია დოკუმენტში.

კატალონია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასა და ევროკავშირის ხელისუფლებას ჩაერიონ სიტუაციაში და დაგმონ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა და კატალონიის ესპანეთის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული პროექტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება სურს.

"სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, კატალონიის რესპუბლიკა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარონ", - ხაზგასმით აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.