ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა სეულს ომის გეგმა მოპარეს - სამხრეთ კორეის დეპუტატი | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა სეულს ომის გეგმა მოპარეს - სამხრეთ კორეის დეპუტატი

ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა სამხრეთ კორეის სამხედრო დოკუმენტაცია და კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმა მოიპარეს- აღნიშნულ განცხადებას სამხრეთ კორეის დეპუტატი ლი ჩხოლ ხი ავრცელებს.

დეპუტატის მტკიცებით ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული კიბერ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მან სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში მიიღო.

არსებული ინფორმაციით, მოპარულ დოკუმენტებს შორის ფხენიანთან საომარი მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევისთვის ვითომდა სეულისა და ვაშინგტონის მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმაც არის. დეპუტატის მტკიცებით, ოფიციალური ფხენიანის ხელში აღმოჩნდა სამხრეთ კორეის სამხედრო პირების მიერ მომზადებული ანგარიშები, რომლებიც მოკავშირეებისთვის იყო განკუთვნილი.

დეპუტატის განცახდების მიუხედავად სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

იმ შემთხხვევაში, თუ სამხედრო დოკუმენტაციების მოპარვის ინფორმაცია დადასურდება, აღმოჩნდება, რომ ჩრდილოეთ კორეა ფლობს ცნობებს სამხრეთ კორეის სპეცრაზმის გეგმების, მნიშვნელოვანი ელექტროსადგურებისა და სამხედრო ქარხნების მუშაობის შესახებ.

ლი ჩხოლ ხის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა ჯამში სამხედრო უწყებიდან 235 გიგაბაიტი ინფორმაცია მოიპარეს, მათი 80% იდენტიფიცირებული ჯერ კიდევ არ არის.

სამხრეთ კორეაზე ჰაკერული თავდასხმა გასული წლის სექტემბერში განხორციელდა. მიმდინარე წლის მაისში სეულმა დიდი ოდენობით დოკუმენტაციის მოპარვისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა რა სახის დოკუმენტები აღმოჩნდა ჩრდილოეთ კორეის ხელში ცნობილი არ იყო. ჩრდილოეთ კორეამ მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები უარყო და სეული ბრალდების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა.

myquiz