აშშ-ი მთვარეს უბრუნდება - რა მიზნები აქვს ვაშინგტონს კოსმოსში? | Allnews.Ge

აშშ-ი მთვარეს უბრუნდება - რა მიზნები აქვს ვაშინგტონს კოსმოსში?

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ NASA მზად არის ინტერესის სფერო მთვარის სასარგებლოდ შეცვალოს და მარსის პროგრამას დროებით მოსწყდეს, თუ შესაბამისი განკარგულება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგანაც წამოვა.

როგორც ჩანს NASA -ს აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა მართლაც მოუწევს. ვინაიდან აშშ-ის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთვარეზე ადამიანის დაბრუნების პროგრამას აახლებს.

მთვარეზე სოფლის აშენება იგეგმება

Wall Street Journal-ში 4 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელი მოეწერა ეროვნული კოსმოსური საბჭოს განახლების ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.

"ხუთშაბათს საბჭო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველ სხდომას გამართავს და მე როგორც მისი თავმჯდომარე ვაპირებ გამოვიდე ერთი ძალიან მარტივი შეტყობინებით: ამერიკა კვლავ გახდება კოსმოსის კვლევის ლიდერი", - განაცხადა პენსმა და დაამატა, რომ სახელმწიფო კოსმოსურ პროგრამაში სამომავლო განვითარების მკაფიო ხედვის არარსებობა განაპირობებს იმას, რომ დღეს ჩინეთი და რუსეთი არიან ამ სფეროს წამყვანი ძალები და არა ამერიკის შეერთებული შტატები.

მთვარესა და მარსზე ადამიანისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები აღმოაჩინეს

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ აშშ-ს სჭირდება საკუთარი კოსმოსური ტექნოლოგიები, იმისთვის რათა დაიცვას საკუთარი საკომუნიკაციო, სანავიგაციო და სამეთვალყურეო სისტემები განსაკუთრებით ჰაკერული თავდასხმებისგან.

მაიკ პენსი მიიჩნევს, რომ მთვარე და იქ ადამიანის მუდმივი განსახლების თემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი, რომლის მიღწევას აშშ პირველ რიგში შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ მთვარის კვლევასთან დაკავშირებით მსგავს მოსაზრებებს იზიარებენ ამ სფეროს გამოჩენილი სპეციალისტებიც. მაგალითად მიმდინარე წლის აგვისტოში ყოფილმა ასტრონავტმა კრის ჰედფილდმა განაცხადა, რომ დედამიწის თანამგზავრზე ადამიანთა მუდმივი საცხოვრებლების შექმნა პირველი მიზანია, რომლის შესრულებასაც კაცობრიობა უნდა დაუბრუნდეს. "და ეს უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, არამედ იმიტომ რომ მთვარე შეიძლება გახდეს გამშვები წერტილი შემდგომი კოსმოსური მისიებისთვის", - აღნიშნა მან.

ამერიკულმა კომპანიებმა კოსმოსში ტურისტები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაგზავნონ

რა თქმა უნდა, აშშ-ის ამბიციები მთვარით არ დასრულდება. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკა მზად არის გამოიყენოს მთელი ძალისხმევა, რათა ამერიკა გახდეს პირველი ქვეყანა რომელიც მარსზე ადამიანს გაგზავნის კომერციული მიზნით.

myquiz