ბალის კუნძულიდან 50 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა | Allnews.Ge

ბალის კუნძულიდან 50 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ინდონეზიაში, ვულკან აგუნგის შესაძლო ამოფრქვევის გამო კუნძულ ბალიდან 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Channel News Asia იუწყება.

ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს წარმომადგენლის, სუტოპო პურვო ნუგროჰოს თქმით, სახიფათო რაიონები 48 540 ადამიანმა დატოვა. მისი თქმით, ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის რაიონში 60 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

"ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ევაკუაცია არ სურთ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამოფრქვევა ჯერ არ მომხდარა, მეორეც, მათ საკუთარი საქონლის ბედი ადარდებთ", - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.

myquiz