გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის ბლოკი ლიდერობს | Allnews.Ge

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის ბლოკი ლიდერობს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის "ქრისტიან დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის" კონსერვატიული პარტიული ბლოკი ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს.

როგორც "დოიჩე ველე" წერს, მერკელის ბლოკს მხარი ამომრჩეველთა 33%-მა დაუჭირა. გერმანიის "სოციალ-დემოკრატიულ პარტიას", რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, ხმა ამომრჩეველთა 20,5%-მა მისცა. "სოციალ-დემოკრატებმა" უკვე განაცხადეს, რომ კოალიციის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ოპოზიციაში გადადიან.

2013 წლის არჩევნებთან შედარებით, ორივე პარტიის მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა. მაშინ "კონსერვატორებმა" ხმათა 41,5%, "სოციალ-დემოკრატებმა" კი - 25,7% დააგროვეს.

მესამე ადგილზე ხმათა 12,6%-ით "მემარჯვენე-პოპულისტური პარტია" "ალტერნატივა გერმანიისთვის" გავიდა, ის პარლამენტში პირველად მოხვდა. მას მოჰყვებიან ლიბერალური "გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია" 10,7%-ით, "მემარცხენე პარტია" 9,2%-ით და "მწვანეები" 8,9%-ით. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები ოფიციალურად დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება.

ბუნდესტაგში 709 დეპუტატი იქნება.

myquiz