გერმანიაში ბუნდესტაგს ირჩევენ | Allnews.Ge

გერმანიაში ბუნდესტაგს ირჩევენ

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გერმანიის მასშტაბით ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. ამ არჩევნების შედეგად მოხდება გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირება და კანცლერის დანიშვნა.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში 61,5 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. უბნების დახურვისთანავე იგეგმება ეგზითპოლების შედეგების გამოქვეყნება. როგორც ვარაუდობენ, მისი შედეგები ამჯერადაც ზუსტი იქნება.

არჩევნებში 42 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მათგან 34 წარმოდგენილია ეროვნული პარტიების სიებში, დანარჩენები წარმოდგენილი არიან ოლქებში.

სოციოლოგიური ინსტიტუტის, INSA-ს კვლევის თანახმად, ანგელა მერკელის პარტიისთვის - ქრისტიან დემოკრატებისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 34 % გეგმავს, მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატებისთვის 21%. ამავე გამოკითხვით მესამე ადგილს 13 %-ით იკავებს მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის".

არჩევნები გერმანიაში: რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

myquiz