რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არ მინდა თურქეთში ძეგლები დამიდგან | Allnews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არ მინდა თურქეთში ძეგლები დამიდგან

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მას არ სურს, რომ თურქეთში მის ძეგლებს დგამდნენ.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" შეხვედრაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის წინააღმდეგია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების, რომ მისი ძეგლები დადგან.

"ძალიან შევწუხდი, როდესაც ამის შესახებ გავიგე. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს. არ მინდა ძეგლები დამიდგან. ჩვენ მუნიციპალიტეტებს მივმართეთ, მოხსნან ეს ძეგლები. ჩვენმა მუნიციპალიტეტებმა მეტი აღარ უნდა დაუშვან ამგვარი შეცდომა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს", - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

myquiz