აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 20 000 000 000 000 დოლარს გადააჭარბა | Allnews.Ge

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 20 000 000 000 000 დოლარს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის ოდენობამ 8 სექტემბრის მონაცემებით ისტორიულ ნიშნულს - 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფო ვალის შესახებ ყოველდღიური მონაცემები აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საიტზე ქვეყნდება.

შედარებისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს სახელმწიფო ვალი 19,9 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

ვალის 318 მილიარდი დოლარით გაზრდა 8 სექტემბერს გამოცემული კანონითაა გამოწვეული, რომელიც აშშ-ს მთავრობას აძლევს საშუალებას სამი თვის განმავლობაში დამატებითი ფულადი რესურსი ისესხოს. კერძოდ, 15 მილიარდი დოლარი ქარიშხალ "ჰარვისგან" დაზარალებულებს მოხმარდებათ.

2016 წლის შედეგად, აშშ-ს სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 106 %-ს უდრიდა - ამ კუთხით აშშ "დიდი ოცეულის" ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა იაპონია, რომლის სახელმწიფო ვალი 9,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტს 2,5-ჯერ აღემატება.

რაც შეეხება მსოფლიოს კიდევ ერთ ეკონომიკურ ზესახელმწიფოს, რუსეთს, მისი სახელმწიფო ვალი, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2017 წლის ბოლოსთვის 12,7 ტრილიონ რუბლს შეადგენს, რაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 13,8% უდრის.

myquiz