მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, 330-მდე დოლარით დააჯარიმონ | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, 330-მდე დოლარით დააჯარიმონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.

"ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან 8500-მდე გრივნას (130- 330-მდე დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს", - დასძინა ადვოკატმა.

დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიული პროტოკოლი გადასცეს.

myquiz