ბარსელონაში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ტრაგედია ფოტოობიექტივში | Allnews.Ge

ბარსელონაში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ტრაგედია ფოტოობიექტივში

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის პოლიცია ავრცელებს.

"კატალონიის საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს, რომ ქალი, რომელიც საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

რა არის ცნობილი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ

ბარსელონაში მყოფი ქართველები გუშინ მომხდარ ტერაქტს იხსენებენ

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

myquiz