ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიასთან ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49 ადამიანამდე გაიზარდა, დაშავებულია 179 ადამიანი. ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

გუშინ, ალექსანდრიას გარეუბანში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა, რომლებიც კაიროდან და პორტ-საიდიდან მოემართებოდნენ.

სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

myquiz