"როსტურიზმი" - თურქეთში დასვენება ჯანმრთელობისთის საფრთხის შემცველია | Allnews.Ge

"როსტურიზმი" - თურქეთში დასვენება ჯანმრთელობისთის საფრთხის შემცველია

"როსტურიზმმა" განაცხადა, რომ თურქეთში დასვენება ჯანმრთელობისთის საფრთხის შემცველია. ვიზიტორებს, რომლებსაც ტური უკვე შეძენილი აქვთ, უფლება აქვთ ჯავშანი გააუქმონ და კომპენსაცია მოითხოვონ. აღნიშნულ ინფორმაციას "ბიბისი"-ს რუსეთის ბიურო ავრცელებს.

"როსტურიზმის" განცხადებაში პირდაპირ არ არის მითითებული, რას უკავშირდება საფრთხე. თუმცა ამ დრომდე მედიასაშუალებებში თურქეთის ტერიტორიაზე ენტეროვირუს კოქსაკის გავრცელების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

რუსი ტურისტები თურქეთში დასვენებაზე უარს კოქსაკის ვირუსის გამო ამბობენ

"როსტურიზმის" განმარტებით, დასკვნამდე, რომ თურქეთში დასვენება, შესაძლოა, ჯანმრთელობისთის საშიში იყოს, ყველა არსებული მასალის გაანალიზების შემდეგ მივიდნენ. ტურისტული სააგენტოები ამ დრომდე ჯავშნების გაუქმებაზე უარს ამბობენ და ამას ვირუსის შესახებ დადასტურებული ინფორმაციის არარსებობით ხსნიდნენ.

myquiz