ევროპის ბრძოლა კვერცხების წინააღმდეგ | Allnews.Ge

ევროპის ბრძოლა კვერცხების წინააღმდეგ

ევროკავშირის 15-მა ქვეყანამ, ისევე როგორც ჰონგ-კონგმა და შვეიცარიამ, ფიპრონილის შემცველობის მქონე კვერცხები მიიღეს. აღნიშნულ ინფორაციას ევროკომისა ავრცელებს. კომისია წევრი ქვეყნების მინისტრებს აღნიშნული საკითხის განსახილველად 26 სექტემბერს შეხვდება. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა ქვეყნებს ერთმანეთის დადანაშაულების შეწყვეტიკენ მოუწოდა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კვერცხი ძირითადად ნიდერლანდებიდან მიეწოდება. მათში ფიპრონილი აღმოჩნდა, სუბსტანცია, რომელიც ცხოველებში ტილების დასახოცად გამოიყენება და ევროკავშირის მიერ საკვებ ინდუსტრიაში აკრძალულია. სავარაუდოდ, სუბსტანცია ქათმის ფერმის დეზინფექციისთვის გამოიყენეს, დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, მას ადამიანის ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება შეუძლია.

კვერცხში ფირპონილის აღმოჩენის შემდეგ ქათმის ფერმები დაიხურა ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. ქვეყნები რომლებშიც კვერცხის იმპორტი მოხდა გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ავსტრია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი და დანიაა, ასევე შვეიცარია და ჰონგ კონგი. დიდმა სუპერმარკეტებმა კვერცი, სენდვიჩები და სალათები უკვე ამოიღეს გაყიდვიდან.

myquiz