სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს | Allnews.Ge

სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ სენატორის ოფისმა გაავრცელა და დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი გასულ პარასკევს, მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.

"ანალიზებმა ცხადყო, რომ სისხლჩაქცევა გლიობლასტომის - ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში სენატორი მაკკეინი დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას უჩიოდა. სენატორი და მისი ექიმები მკურნალობის მეთოდებს იხილავენ. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სენატორს ქიმოთერაპიას დაუნიშნავენ, თუ სხივურ თერაპიას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

მაკკეინის ჯანმრთელობის გაუარესების ცნობას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

"ჯონ მაკკეინი ამერიკელი გმირია და ერთ-ერთი უმამაცესი მებრძოლი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. სიმსივნემ არ იცის, ვისთან აქვს საქმე. ჯოჯოხეთი მოუწყვე მას, ჯონ", - წერს ობამა.

myquiz