არაბი გოგო მოკლე კაბის ტარების გამო დააკავეს | Allnews.Ge

არაბი გოგო მოკლე კაბის ტარების გამო დააკავეს

არაბი მოდელი, რომელმაც სამართალდამცველების ყურადღება მოკლე კაბის ტარების გამო მიიპყრო, დაკავებულია. ხულუდი ვიდეოჩანაწერზე მოკლე კაბით უძველეს ციხესიმაგრე უშაიკირის სიახლოვეს სეირნობს. მოდელმა დაადასტურა, რომ ჩანაწერი ავთენტურია, თუმცა განმარტა, რომ ის სოციალურ ქსელ Snapchat-ზე მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნეს.

იმის შესახებ, რომ ხულუდი დააკავეს, საუდის არაბეთის პოლიციის თანამშრომლებმა თავად განაცხადეს. დაკითხვაზე ხულუდმა აღნიშნა, რომ ვიდეო მისი ნებართვის გარეშე გავრცელდა, კლიპის გადაღებისას კი მას თან მამრობითი სქესის ახლობელი ახლდა, რაც საუდის არაბეთის კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოდის.

საქმეს ერ-რიადის გენერალური პროკურატურა იძიებს. თუ მოდელს მოკლე კაბით ქუჩაში სეირნობის გამო ბრალდებულად ცნობენ, მას ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Right Watch-ის ახლო აღმოსავლეთის დირექტორის სარა ლი უიტსონის განცხადებით, ის, რომ საუდის არაბეთი აგრძელებს ქალების შევიწროვებას, მათი ჩაცმულობის გამო, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქვეყანა წინ არ წასულა, თავისი პატერნალისტური და დისკრიმინალციული ხედვებით.

myquiz