ამერიკამ ახალი ლაზერული იარაღი გამოსცადა | Allnews.Ge

ამერიკამ ახალი ლაზერული იარაღი გამოსცადა

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში ლაზერული იარაღის გამოცდა განახორციელა, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება, რომელიც მოვლენას ადგილზე აკვირდებოდა.

ტესტირების დროს, სამხედროებმა სპეციალურად გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლაზერული სისტემა მოქმედებს 50-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა და შეუძლია მიზნის განადგურება სინათლის სისწრაფით. მედიასაშუალების ინფორმაციითვე, ეს არ არის საექსპერიმენტო იარაღი, არამედ მზად არის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.

ლაზერული იარაღი უხმოა და მისი დანახვა შეუძლებელია სპეციალური მოწყობილობების გარეშე. მისი სხივი მომენტალურად ახურებს მიზანს რამდენიმე ათას გრადუსზე. მისი ფასი 40 მილიონი დოლარია.

ლაზერული სისტემა, რომლითაც აღჭურვილია სადესანტო ხომალდი USS Ponce, უპირველესად, საფრენი აპარატებისა და მცირე კატერების გასანადგურებლად გამოიყენება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალები უკვე მუშაობენ მეორე თაობის ლაზერულ იარაღზე, რომელსაც რაკეტების განადგურება შეეძლება.

myquiz