ბარაქ ობამამ გამოსამშვიდობებელი გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა | Allnews.Ge

ბარაქ ობამამ გამოსამშვიდობებელი გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა

აშშ-ის პრტეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც თავის მეუღლეს, აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას მიმართა.

ბარაქ ობამას თქმით, მიშელი არა მხოლოდ მისი მეუღლე, არამედ მისი საუკეთესო მეგობარია.

"ბოლო 25 წლის განმავლობაში შენ არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხარ. შენს თავზე ის როლი აიღე, რომელიც არ გითხოვია. შენ თეთრი სახლი იმ ადგილად აქციე, რომელიც ყველას ეკუთვნის. მე ვამაყობ შენით.

ქვეყანა ამაყობს შენით", - ბარაქ ობამამ მიმართა თავის მეუღლეს.

ობამამ ასევე მიმართა თავის შვილებს და აღნიშნა, რომ "ყველაზე დიდ სიამაყეს განიცდის იმის გამო, რომ მათი მამაა".

მან ასევე მოიხსენია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დასძინა, რომ მისი სახით ძმა შეიძინა.

 

myquiz