პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, ჩრდილოეთ კორეაში, 21 წლის ამერიკელი სტუდენტი დააკავეს | Allnews.Ge

პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, ჩრდილოეთ კორეაში, 21 წლის ამერიკელი სტუდენტი დააკავეს

ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეაში, 21 წლის ამერიკელი სტუდენტი, ოტტო ვორმბირი დააკავეს. მიზეზი, სტუდენტის მიერ, უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრებისას, მომსახურე პერსონალის ოთახიდან ერთ-ერთი პოლიტიკური ბანერის მოპარვა გახდა. ამის შესახებ ოტტომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე ვიაზრებ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. არ ვიცი, რა სასჯელი შეიძლება მემუქრებოდეს ამისთვის, მაგრამ ვემუდარები ჩრდილოეთკორეეელებსა და ქვეყნის მთავრობას, მაპატიონ. ვლოცულობ საკუთარ ოჯახში დაბრუნებაზე".

ვორმბირის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან "სუვენირის" ჩამოტანა მას ახლობელმა სთხოვა, რომელიც სანაცვლოდ მეორად ავტომობილს დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის მოქალაქე პოლიტიკური ბანერით ქვეყნის დატოვების დროს, აეროპორტში დააკავეს.

myquiz