დანიელი ახალგაზრდა შეუსრულებელი მისიით- შეძლებს თუ არა თორ პედერსენი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოგზაურობას თვითმფრინავის გამოყენების გარეშე | Allnews.Ge

დანიელი ახალგაზრდა შეუსრულებელი მისიით- შეძლებს თუ არა თორ პედერსენი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოგზაურობას თვითმფრინავის გამოყენების გარეშე

დანიელ ახალგაზრდა, თორ პედერსენს 7 წლის წინ თავში საკმაოდ უჩვეულო იდეა მოუვიდა. მან შემთხვევით წაიკითხა, რომ ჯერჯერობით მსოფლიოში არცერთ ადამიანს არ უმოგზაურია ყველა ქვეყანაში თვითმფრინავის გამოყენების გარეშე.

ზუსტად 7 წლის წინ მან გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ემოგზაურა და ამ დროის განმავლობაში მან უკვე შეძლო და 194 ქვეყანაში იმოგზაურა. დარჩა მხოლოდ 9 ქვეყანა, რომელთა უმეტესობაც კუნძულოვანი სახელმწიფოებია.

ამჟამად თორი ჰონგ-კონგში იმყოფება. პანდემიამ მისი მოგზაურობა რამდენიმე თვით შეაჩერა, თუმცა მისიის შესრულების გარეშე ის ჯიუტად არ აპირებს სახლში დაბრუნებას.

თორი აცხადებს, რომ ამ უჩვეულო იდეას ბევრი სირთულე ახლავს თან. ხშირ შემთხვევაში რთულია ვიზის მიღება, თვითმფრინავზე უარის გამო სატვირთო გემებით თვეების განმავლობაში უწევს ოკეანეში ცურვა, კონფლიქტურ რეგიონებში ზოგჯერ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და სხვა.

„ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ბევრჯერ მიფიქრია რატომ ვაკეთებ ამას და დაბრუნებულიყავი სახლში, სადაც უკვე 7 წელია ახლობლები მელოდებიან. მაგრამ თუ ახლა გავჩერდები შემდეგ მთელი ცხოვრება ვინანებ.“- აცხადებს ის.

აღსანიშნავია, რომ თორს ამ დროისთვის შემდეგ ქვეყნებში არ უმოგზაურია- პალაუ, ვანუატუ, ტონგა, სამოა, ტუვალუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შრი-ლანკა და მალდივები.

ასევე დაგაინტერესებთ:

გაიცანით 32 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში იმოგზაურა და ახალი რეკორდსმენი გახდა

 

myquiz