ყველაზე საშიში სასტუმრო მსოფლიოში, სადაც ღამის გათევას მხოლოდ ექსტრემალები ბედავენ | Allnews.Ge

ყველაზე საშიში სასტუმრო მსოფლიოში, სადაც ღამის გათევას მხოლოდ ექსტრემალები ბედავენ

პერუში მაჩუ-პიქჩუსთან არც ისე შორს მსოფლიოში ყველაზე საშიში სასტუმრო მდებარეობს, სადაც დარჩენას მხოლოდ ექსტრემალები თუ ბედავენ.

სასტუმროს მოწყობის იდეა ადგილობრივ კომპანია Natura Viva-ს რამდენიმე წლის წინ მოუვიდა და მათ მთაზე 122 მეტრის სიმაღლეზე, 3 კაფსულა განათავსეს.

მთაზე განთავსებულ მე-4 კაფსულაში და სასადილოა მოწყობილი, სადაც სტუმრებს შეკრება და სადილობა შეუძლიათ.

კაფსულაში მოსახვედრად მის სტუმრებს რამდენიმე გზა აქვთ- მათ შეუძლიათ მთის ფერდობიდან კაფსულამდე აღჭურვილობის მეშვეობით დაეშვან, ქვემოდან აცოცდნენ, ან ზიპლაინი გამოიყენონ.

რაც შეეხება საფასურს, კაფსულაში 1 ღამის გატარება 300 აშშ დოლარამდე ღირს.

myquiz