Ryanair-ი სამოგზაუროდ ყველაზე იაფ ქალაქებს ასახელებს | Allnews.Ge

Ryanair-ი სამოგზაუროდ ყველაზე იაფ ქალაქებს ასახელებს

მოგზაურობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის განუხორციელებელ ოცნებას წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ, რომ მოგზაურობა უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული, რაზეც მათ ხელი არ მიუწვდებათ.

იმის დასამტკიცებლად, რომ მოგზაურობა სულაც არაა შეუძლებელი, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair გვთავაზობს მოგზაურობისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქების სიას.

ბუქარესტი

რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზი იაფი ქალაქია, სადაც მოგზაურობას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ. ქალაქის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე სრულიად საკმარისია.

ფასები:

ტაქსი 1კმ-ზე: €0.38

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €1.69

ყავა: €1.85

სადილი იაფ რესტორანში: €7.41

1 ბოთლი ღვინის ფასი: €4.24

კრაკოვი

ის ფაქტი, რომ პოლონეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა, ბევრისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. კრაკოვი პოლონეთის ყველაზე გამორჩეული ქალაქია, რომელიც შუა საუკუნეებში პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. აქ უამრავი საინტერესო ისტორიული შენობაა. ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის.

ფასები:

ტაქსი 1კმ-ზე: €0.52

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €1.88

ყავა: €1.90

სადილი იაფ რესტორანში: €5.64

1 ბოთლი ღვინის ფასი: €5.88

ბუდაპეშტი

უნგრეთით დედაქალაქი ბუდაპეშტი ნამდვილად წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქს. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალაქის ისტორიული ნაწილი, უნგრეთის ცნობილი პარლამენტის შენობა და ბუნებრივად თერმული წყლები.

ფასები:

ტაქსი 1კმ-ზე: €0.93

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €1.39

ყავა: €1.44

სადილი იაფ რესტორანში: €6.18

1 ბოთლი ღვინის ფასი: €4.32

ვილნიუსი

ლიეტუვა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უიაფესი ქვეყანაა. დედაქალაქ ვილნიუსის გარდა თქვენ აქ შეგიძლიათ ციხესიმაგრე და ულამაზესი ბუნება ნახოთ.

ფასები:

ტაქსი 1კმ-ზე: €0.65

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €3.00

ყავა: €2.20

სადილი იაფ რესტორანში: €8.00

1 ბოთლი ღვინის ფასი: €6.50

კიევი

უკრაინის დედაქალაქ კიევს განსაკუთრებული არქიტექტურა, ეკლესიები და ქანადაკებები გამოარჩევს. ქალაქის ისტორიული ნაწილი და უძველესი ეკლესიები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მათ მოსანახულებლად ტრანპორტის გამოყენება არ დაგჭირდებათ.

ფასები:

ტაქსი 1კმ-ზე: €0.23

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €0.84

ყავა: €1.01

სადილი იაფ რესტორანში: €5.02

1 ბოთლი ღვინის ფასი: €3.35

იხილეთ გაგრძელება

myquiz