რამდენად უსაფრთხოა ევროპაში ავტობუსით მოგზაურობა? | Allnews.Ge

რამდენად უსაფრთხოა ევროპაში ავტობუსით მოგზაურობა?

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ DW დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა მგზავრობისათვის თანამედროვე ევროპული ავტობუსები.

გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ავტობუსებში აღინიშნება, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მთელი წლის განმავლობაში მომხდარი საზოგადოებრივი ტრანპორტის 5926 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 4052-ის გამომწვევი მიზეზი ავტობუსის ძრავის გაუმართაობა გახდა. ამასთანავე, 2017 წლის განმავლობაში ტურისტული ავტობუსების ავტოსაგზაო შემთხვევის 229 ფაქტი დაფიქსირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად 2015 წლის განმავლობაში ევროპის გზებზე ავტოავარიის შედეგად 84 500 ადამიანი დაიღუპა. იმავე წლის მონაცემებით, მომხდარი ავტოავარიებიდან 20 000 შემთხვევა ავტობუსების მონაწილეობით მოხდა. მთელი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ჯამში სულ 30 000 ადამიანი დაშავდა და 150 დაიღუპა.

ახლა კი, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ევროპული ავტობუსების უსაფრთხოების შესახებ:

უსაფრთხოების ღვედები

ევროკავშირის ქვეყნებმა 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ტურისტულ ავტობუსებში მყოფმა მძღოლმა და მგზავრებმა უსაფრთხოების ღვედები აუცილებლად უნდა გაიკეთონ. ამასთანავე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ უსაფრთხოების ღვედები არც ისე ეფეტურია და მგზავრებს სათანადოდ ვერ იცავს საფრთხისაგან. მაგალითად, 2012 წელს შვეიცარიაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 ბავშვი იყო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მათ უსაფრთხოების ღვედები ეკეთათ. თუმცა, სამწუხაროდ, ღვედებმა მათი საფრთხისგან დაცვა ვერ შეძლო.

მძღოლები და სამუშაო განრიგი

საგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად მძღოლის გადაღლილობაა. ამიტომაც ევროკავშირში მიიღეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების სამუშაო განრიგს არეგულირებს. კანონის მიხედვით, მძღოლების ყოველკვირეული სამუშაო საათების რაოდენობა 56-ს არ უნდა აღემატებოდეს და ამასთანავე, დღეში მათ მაქსიმუმ 9-საათიანი სამუშაო განრიგის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ კანონი ავალდებულებს მძღოლებს ყოველი 4,5-საათიანი სამუშაოს შემდეგ მინიმუმ 45 წუთიანი შესვენება აიღონ.

ტაქოგრაფი

2006 წლის 1-ლი მაისს მიღებული კანონის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანპორტის მძღოლები ვალდებულნი არიან სატრანპორტო საშუალებაში ტაქომეტრი დაამონტაჟონ, რომელიც დეტალურად აღრიცხავს განვლილ მანძილს, ტრანპორტის სიჩქარეს, გადაადგილების მიმართულებასა და მძღოლის მიერ განხორციელებული შესვენებების განრიგს. კანონი ასევე მოიცავს ყველა კომერციულ სატრანსპორტო საშუალებას. აღსანიშნავია, რომ გერმანიის პოლიცია ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას თითოეული ავტობუსისა და სატვირთოს ტაქოგრაფს ამოწმებს. იხილეთ გაგრძელება

myquiz