იტალიური ქალაქი, სადაც ძველ სახლს 1 ევროდ იყიდით | Allnews.Ge

იტალიური ქალაქი, სადაც ძველ სახლს 1 ევროდ იყიდით

გიოცნებიათ ოდესმე გქონდეთ სახლი ლამაზ იტალიურ ქალაქსა თუ სოფელში? იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე მდებარე პატარა ქალაქ ოლოლაიში მიტოვებულ სახლებს 1 ევროდ ყიდიან.

პატარა იტალიურ ქალაქში ქვის სახლების გასხვისება მხოლოდ ერთ ევროდ გარკვეული პირობით ხდება. სახლის ახალმა მფლობელმა მისი რემონტი 3 წელიწადში უნდა დაასრულოს, რაც დაახლოებით 20-25 ათასი ევრო ჯდება.

ასეთი მიდგომით ქალაქი ცდილობს როგორმე ნანგრევებად ქცევას გადაურჩეს და პირვანდელი იერსახე შეინარჩუნოს. ბოლო 50 წლის განმავლობაში ოლოლაის მოსახლეობა 2250-დან 1300-მდე შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი კი ახალგაზრდების დიდ ქალაქებში მიგრაცია გახდა.

myquiz