როგორია ცხოვრება ქალაქში, სადაც 19 წელია მანქანები აღარ დადიან | Allnews.Ge

როგორია ცხოვრება ქალაქში, სადაც 19 წელია მანქანები აღარ დადიან

ესპანეთის ეს ქალაქი მანქანებისგან უკვე 19 წელია დაცლილია. ქალაქ პონტევედრას ქუჩები ხმაურიანი მანქანების ნაცვლად, ახლა ხალხითაა სავსე. იმის გამო, რომ ქალაქში მანქანები არ გადაადგილდებიან, 2013 წლის შემდეგ ჰაერის დაბინძურების დონემ 61%-ით დაიკლო. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ 2009 წლის შემდეგ, პონტევედრაში საგზაო შემთხვევისას დაღუპვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ქალაქში მოსახლეობის 70% ფეხით გადაადგილდება. პონტევედრაში მანქანების აკრძალვის შემდეგ, რაც საკუთარ თავში ნაკლებად დაბინძურებულ ჰაერსა და თავისუფალ გზებს გულისხმობს, ის საცხოვრებლად იმდენად კომფორტულ, დაცულ და სუფთა ადგილად იქცა, რომ 1999 წლის შემდეგ აქ საცხოვრებლად 12 ათასი ადამიანი გადავიდა.

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ, საპარკინგე სივრცე მიწის ქვეშ არის გამოყოფილი, იმის ნაცვლად, რომ ისინი ქუჩებში დააყენონ. როგორც ქალაქის მერი ამბობს, პონტევედრაში მანქანებს საზოგადოებრივი სივრცის დაკავებაზე იმაზე მეტი უფლება არ ენიჭებათ ვიდრე, მაგალითად, ადამიანებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანქანების აკრძალვის შემდეგ ქალაქის ერთი და იგივე მერი უკვე მეოთხედ აირჩიეს.

პონტევედრაში მანქანების აკრძალვას თავისი კრიტიკოსები ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ამან პერიფერიებში მოძრაობა უფრო ინტენსიური გახადა.

myquiz