ჩინეთი აშენებს ქალაქს, რომელიც ზომით ნიდერლანდებს გაუტოლდება | Allnews.Ge

ჩინეთი აშენებს ქალაქს, რომელიც ზომით ნიდერლანდებს გაუტოლდება

ჩინეთი აშენებს ქალაქს, რომელიც ზომით ნიდერლანდებს გაუტოლდება. აღნიშნულ ინფორმაციას "ეკონომისტი" ავრცელებს. ამ უზარმაზარი ქალაქის მშენებლობა ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 19 კლასტერი უნდა განვითარდეს. კლასტერი მასიური ქალაქების ჯგუფებია, რომლებიც მოწოდებულნი არიან, ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას. 3 ქალაქს უკვე აქვს ესპანეთზე გაცილევბით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი.

პროექტის მიხედვით, თითოეული ქალაქი გიგანტური ჰაბის ირგვლივ განთავსდება და გარშემორტყმული იქნება ათობით მცირე ზომის ქალაქით. ამ 19 კლასტერს ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებელი დააკავშირებს.

ჩინეთი იმედოვნებს, რომ სუპერქალაქები გადააქცევენ მას ზეპროდუქტიულ ეკონომიკურად ძლიერ გავლენიან ქვეყნად. ჩინეთის ხელისუფლების თქმით, დიდი ქალაქები განაპირობებს ცოდნის უკეთეს გაზიარებას, განვითარებულ შრომით ბაზარსა და პროდუქტიულობას.

ქვეყანაში სამი ძირითადი კლასტერი იქნება: ძინგძინძი - პეკინის ირგვლივ, მდინარე იანძის დელტაში მდებარე კლასტერი და მარგალიტის მდინარის დელტაში მდებარე კლასტერი.

ყველაზე დიდ კლასტერში, რომელიც მდინარე იანძის დელტაში განთავსდება 150 მილიონი ადამიანი იცხოვრებს, რაც ტოკიოს მოსახლეობას 4-ჯერ აღემატება.

ჩინეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის სუპერქალაქები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ის შექმნას შეძლებენ.

40 წლის წინ მხოლოდ 170 მილიონი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობდა ქალაქებში, ახლა კი ურბანული ტიპის დასახლებაში 810 მილიონი ადამიანია თავმოყრილი.

myquiz