რა ღირს ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებზე სასტუმროებში ღამის გათევა? | Allnews.Ge

რა ღირს ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებზე სასტუმროებში ღამის გათევა?

ალბათ, არაერთხელ წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ იმის შესახებ თუ როგორ კვდება ოკუპირებულ აფხაზეთში ტურიზმი, ასევე ნახავდით საბჭოთა პერიოდის სანატორიუმის ფოტოებსაც, რომელთა მიმართ ინტერესი არც ადგილობრივებს და არც ტურისტებს აღარ აქვთ. Allnews.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა ღირს სასტუმროში ღამის გათევა აფხაზეთის კურორტებზე. გთავაზობთ 5 ქალაქში ყველაზე დაბალფასიან სასტუმროებში ერთი ღამის ფასს.

გაგრა

სასტუმრო "ივაში" ერთი ნომრის ფასი ორი ადამიანისთვის 46 ლარიდან იწყება. მომსახურებაში შედის უფასო WiFi, ხოლო კვების უზრუნველყოფა სასტუმროში ან მის გარეთ თავად მოგიწევთ. როგორც Booking.com-ზე მითითებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველა საჭირო ნივთთან ერთად, ოთახი აღჭურვილია ტელევიზორითა და მაცივრით. გარდა ამისა, სასტუმროში დასვენების შემთხვევაში ველოსიპედითა და მიმდებარედ სათევზაო ტერიტორიით სარგებლობაა შესაძლებელი.

სასტუმრო Мандариновый сад- ერთი ნომრის ფასი 50 ლარია. როგორც ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მომსახურებაში შედის კეთილმოწყობილი ოთახები უფასო Wifi-ით. თუ ბარბექიუს მოწყობა გსურთ, სასტუმროს ეზოში ამისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. აღნიშნული ტერიტორია ასევე მოიცავს ბაღს. ოთახების აივნები კი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს.

სასტუმრო Reprua - ორი ადამიანისთვის ერთი ღამის გატარების ღირებულება აქ 65 ლარია. როგორც სასტუმროს შესახებ მითითებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმრო სანაპიროდან ერთი წუთის სავალზე მდებარეობს. ოთახში კი სტუმარს შეუძლია უფასო WiFi-თა და საკაბელო მაუწყებლობით ისარგებლოს. კვების საკითხი აქაც სტუმრებმა უნდა მოაგვარონ.

აფხაზეთში ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ

სოხუმი

Hotel Alaku - სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 67 ლარია და ზღვის ნაპირამდე 4 წუთის სავალზე მდებარეობს. როგორც აღწერილობაში ვკითხულობთ, ფასში კვება არ არის გათვალისწინებული, თუმცა ჩამოთვლილი სასტუმროების მსგავსად ძირითადი სერვისებით სტუმარს სარგებლობა აქაც შეუძლია.

Hotel Viva Maria - სასტუმროში ერთი ნომრის ფასი 73 ლარია. Booking.com-ზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ღია საცურაო აუზსა და რესტორანს მოიცავს და აქედან ზღვამდე ფეხით 5 წუთში იქნებით.

Olimp Hotel - სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ღირებულება ამ დროისთვის 96 ლარია. ფასში საუზმე არ შედის. როგორ Booking.com-ზე მითითებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმროდან ქალაქის ცენტრამდე მოხვედრას ფეხით 15 წუთი ესაჭიროება, ბოტანიკურ ბაღამდე კი 10 წუთი.

ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ სასტუმროში ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებაც შესაძლებელია.

ბიჭვინთა

Hotel Viktoria – Booking.com-ზე დაყრდნობით, სასტუმროში ერთი ღამის გატარების ღირებულება ორი ადამიანისთვუს ამჟამად 38 ლარიდან იწყება. ბიჭვინთაში მდებარე ეს სასტუმრო მომსახურებაში უფასო WiFi-ს ითვალისწინებს, დანარჩენი თავად უნდა უზრუნველყოთ.

Турбаза на Агрба 32/1 а - ამ სასტუმროში ერთ ღამეს ორი ადამიანი 46 ლარად გაატარებს, ისარგებლებს უფასო WiFi-თა და მიმდებარედ მდებარე „ლაუნჯ ბარით.“ სასტუმროს აივნებიდან იშლება მთების ხედები, სანაპირომდე ჩასასვლელად კი 12 წუთი დაგჭირდებათ.

Hotel Sharmat - სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ღირებულება 81ლარიდან იწყება და შედარებით უფრო კომფორტულ ნომრებს მოიცავს. შენობას გარშემო აკრავს ბაღი, ასევე აქვს ტერასა, ოთახები კი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით.

რა უნდა ნახოს აფხაზეთში ჩასულმა ტურისტმა

ახალი ათონი

Anakopia Club Hotel - სასტუმროში ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი 38 ლარიდან იწყება. შენობიდან ზღვის სანაპიროზე ჩასასვლელად 1 წუთია საჭირო. Booking.com-ზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო მოიცავს სპა ცენტრსა და საუნასაც. ასევე სტუმრებს შეუძლიათ უფასო WiFi-ით სარგებლობა. სასტუმროში არის რესტორანი და ბარიც.

Dautia Hotel-ში ერთი ორადგილიანი ნომრის ფასი ამჟამად 58 ლარიდან იწყება. რაც შეეხება მომსახურებას, თანხაში შედის უფასო WiFi-ით სარგებლობა. ოთახები კი აღჭურვილია ტელევიზორით, ელექტრომადუღარითა და სხვა ნივთებით.

სასტუმროს აქვს ტერასა და სათამაშო მოედანი.

Astoria Premium Hotel-ი ახალი ათონის ერთ-ერთი მოთხოვნადი სასტუმროა, სადაც ერთი ღამის ფასი ორი ადამინისთვის 115 ლარიდან იწყება. სასტუმროდან ზღვის სანაპირომდე ფეხით მისვლას 1 წუთი სჭირდება.

გუდაუთა

Inn Volna - აქ ღამის გატარება ორი ადამინისთვის შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, 50 ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, ოთახებში ისარგებლებთ WiFi-ით, საკაბელო ტელევიზიითა და მაცივრით. სანაპირომდე კი ფეხით 6 წუთში მიხვალთ.

Hotel Apsny-ში ერთი ღამის ღირებულება ორი ადამინისთვის ამჟამად 56 ლარია. მომსახურებაში კი თითქმის იგივე ელემენტები შედის, რაც ჩამოთვლილ სასტუმროებში.

Svetly Put Apsny - სასტუმროში ერთი ღამის ფასი ორი ადამინისთვის 77 ლარია. Booking.com-ზე დაყრდნობით, ის სანაპიროდან 260 მეტრში მდებარეობს, ასევე ახლოს არის გუდაუთის ცენტრალურ პარკთან. ოთახები კი ცხოვრებისთვის ყველა საჭირო ნივთს მოიცავს.

გარდა ამისა, ვებ-გვერდზე აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ოთახები აღჭურვილია მაცივრებითაც.

myquiz