3-საძინებლიანი აგარაკი მხოლოდ 20 000 დოლარად - ქვეყნები, სადაც ბინის ყიდვას ყველაზე იაფად შეძლებთ | Allnews.Ge

3-საძინებლიანი აგარაკი მხოლოდ 20 000 დოლარად - ქვეყნები, სადაც ბინის ყიდვას ყველაზე იაფად შეძლებთ

საცხოვრებელი სახლების ფასმა ისეთ ქვეყნებში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო ან საფრანგეთია, ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა. მაგრამ თუ თქვენი ქვეყნის დატოვება და ახალი შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების ძიება სხვა ადგილას გსურთ, საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელიც უძრავ ქონებას ხელმისაწვდომ, შეიძლება ითქვას დაბალ ფასში შემოგთავაზებთ. ასე რომ, თუ ფიქრობთ რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებთ და თანაც ისეთ ქვეყანაში ცხოვრება გსურთ, სადაც საცხოვრებელი ფართი საკმაოდ იაფია, ეს 10 ქვეყანა შეამოწმეთ იქამდე, სანამ სადმე გადაბარგდებით.

კამბოჯა

კამბოჯა შესაძლოა პირველი ქვეყანა არ არის, რომელიც ტროპიკულ სამოთხეზე ფიქრისას თავში აზრად მოგივათ, თუმცა ის შეიძლება არც ისე ძალიან იყოს დაშორებული თქვენს ფიქრებს. ამას ისიც ემატება, რომ კამბოჯაში საცხოვრებელი ფართი ძალიან იაფია, სხვა ტროპიკული ქვეყნებისგან განსხვავებით. მდიდრული სახლი 4 საძინებლითა და აუზით კამბოჯაში თვეში სულ რაღაც 600 დოლარი დაგიჯდებათ. მოწესრიგებული სამი საძინებლის მქონე აგარაკს კი სულ რაღაც 20 ათას დოლარად იყიდით და წელიწადში მხოლოდ 2000 დოლარად თქვენ მებაღისა და დამხმარის დაქირავებასაც შეძლებთ, რომლებიც თქვენს სახლს მიხედავენ.

ეკვადორი

ეკვადორი ბევრ რამეში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰგავს. ქვეყანაში ეროვნულ ვალუტად დოლარი გამოიყენება და რაც ყველაზე მთავარია, აქ ბინის ყიდვას დაახლოებით 50 ათას დოლარად შეძლებთ და პერსონალსაც დაიქირავებთ, ვინც სახლს მიხედავს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკვადორში გარეთ ჭამა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე კერძის სახლში მომზადება.

მექსიკა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა თავისი ღარიბული ქუჩებითაა ცნობილი, მექსიკაში საკმაოდ მრავლად არის მდიდრებით დასახლებული ტერიტორიებიც, სადაც ყველანაირი მომსახურების მიღებას შეძლებთ, რაც კი შეიძლება, დაგჭირდეთ. მექსიკაში ცხოვრებას თვეში 700 დოლარად მოახერხებთ, სადაც ბინის ქირა, მომსახურება, პროდუქცია და ღირსშესანიშნაობების მონახულებაც კი შედის.

არგენტინა

არგენტინა ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი იყო მრავალი წლის განმავლობაში. ცნობილია თავისი დიდებული რესტორნებით, ისტორიითა და ბევრი საინტერესო ადგილით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ძვირი არ არის. ნორმალური ფართობის სახლი აქ შესაძლოა დაახლოებით 139 ათასი დოლარი ღირდეს, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე ბინები ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვიეტნამი

უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი ვიეტნამი გახდა. აქამდე ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვა აკრძალული იყო, თუმცა უკანასკნელ წლებში აღნიშნული პოლიტიკაც გაუქმდა. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მრავალმილიონიანი მდიდრული სახლებიც დგას სანაპიროზე, თუმცა პატარა სახლის ყიდვას დაახლოებით 25 ათასი დოლარიდან 50 ათას დოლარამდე ფარგლებში შეძლებთ, თუ სწორ ადგილებში მოძებნით.

ტაილანდი

ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო ტურისტული მარშრუტი და ადგილია. ტაილანდში საცხოვრებელ კომპლექსში მყუდრო ბინის ყიდვას დაახლოებით 30 ათასად შეძლებთ, უფრო დიდ სახლს კი, 60 ათას დოლარად შეიძენთ.

ბულგარეთი

ბულგარეთი გამორჩეულია თავისი უძველესი არქიტექტურითა და მომხიბლავი ლანდშაფტით. ქვეყანაში თვეში თუ 1500 დოლარს გამოიმუშავებთ, მაინც მაღალ ფენას განეკუთვნებით. ბინები კი ბულგარეთში შეიძლება 20 ათასი დოლარის ფარგლებშიც იპოვოთ.

უნგერთი

უნგრეთი ასევე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ითვლება. უნგრეთში ცხოვრება ძვირი არ არის. დიდი ფართობის სახლის ყიდვას აქ 90 ათას დოლარად შეძლებთ, რომელსაც საკმაოდ დიდი მიწაც ექნება.

ალბანეთი

ალბანეთი მთელი წლის განმავლობაში მზიანი და თბილია. რის გამოც ის საკმაოდ სასიამოვნო ქვეყანაა არდადეგების გასატარებლად ან საცხოვრებლად იქ გადასასვლელად. დიდი ზომის პენტჰაუზის შეძენა 150 ათასი დოლარი დაგიჯდებათ, რაც ძალიან ძვირი არ არის, თუ სხვა ქვეყნებში უძრავ ქონებაზე არსებულ ფასებს გაითვალისწინებთ.

კოლუმბია

კოლუმბიაში ბინის დაქირავებაც იაფია 400-450 დოლარი თვეში. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კოლუმბიაში უბნები კლასების მიხედვით არის დაყოფილი და თუ თქვენ მაღალ ფენას მიგაკუთვნებენ, განსახლების არეალის მიხედვით ყველანირ მომსახურებასა და პროდუქციაზე გაცილებით მეტის გადახდა მოგიწევთ.

myquiz