მიტოვებული სოფელი, რომელიც ბუნებამ ჩაყლაპა | Allnews.Ge

მიტოვებული სოფელი, რომელიც ბუნებამ ჩაყლაპა

მიტოვებული სოფელი ჰოთუვანი ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კუნძულ შენგშანზე მდებარებს. ეს ზღაპრული ადგილი არც ისე დიდი ხანია, რაც ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა.

ჰოთუვანი ერთ დროს მდიდარი სოფელი იყო, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თევზჭერით იყო დაკავებული. 1980-იან წლებში სოფლის მოსახლეობა 3000-ს შეადგენდა. თუმცა მისი განცალკევებული და რთულად მისაღწეი მდებარეობის გამო მოსახლეობამ სოფლიდან გადინება 90-იან წლებში დაიწყო.

2002 წელს ჰოთუვანი საბოლოოდ დაიცალა და მეზობელ სოფელს შეერწყა.

სახლები, რომლებიც უკვე ათწლეულებია მიტოვებულია, თითქმის მთლიანად მცოცავი მცენარეებით დაიფარა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ კეთილმოწყობილია.

ინტერნეტის ჩინელ მომხმარებელთა შორის ჰოთუვანი პოპულარული 2015 წელს მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში წარმოუდგენელი სილამაზის ფოტოები გავრცელდა.

იმის ნაცვლად, რომ ახლადმოპოვებული პოპულარობით დატკბნენ, შენგსის არქიპელაგის ხელისუფლება ტურისტების მოულოდნელი მოზღვავებით მიღებულ შედეგს უფრთხიან.

"ტელეფონები გადატვირთულია და სულ უფრო მეტ ტურისტს ვიღებთ ჰოთუვანიში",- განმარტა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში და იქვე აღნიშნა, რომ სოფელი მზად არ იყო ტურისტების მისაღებად, ამიტომ ისინი მოგზაურებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა ის ახლა ცნობისმოყვარე და მოგზაურობის მოყვარული ადამიანების მისაღებად მზად არის.

სოფლის სიახლოვეს რამდენიმე გადმოსახედი არის მოწყობილი, საიდანაც 3 დოლარის გადახდის შემდეგ სოფლის ხედით ტკბობა შეგეძლებათ.

მოგზაურებს ახლოსმდებარე მთის დალაშქვრა შეუძლიათ 8 დოლარად. სახლების გარეთ სპეციალური ნიშნებია გაკეთებული, რომელიც ტურისტებს აფრთხილებს, რომ სახლში შესვლის შემთხვევაში არის გარკვეული საფრთხე, რადგან შენობა ძალიან ძველია.

სოფლის სანახავად საუკეთესო დრო ზაფხულია, როდესაც მცენარე, რომელმაც სოფელი დაიპყრო, იფოთლება.

myquiz