საბჭოთა სპა კურორტები საქართველოში - ემოციური ფოტოებს National Geographic-ი ავრცელებს | Allnews.Ge

საბჭოთა სპა კურორტები საქართველოში - ემოციური ფოტოებს National Geographic-ი ავრცელებს

Nation Geographic-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა. გამოცემა ყოფილ საბჭოთა სპა კურორტებს ესტუმრა, რომლებიც აღარ ფუნქციონირებს.

საბჭოთა მოქალაქეებში სანატორიუმებში დასვენება ძალიან პოპულარული იყო. მათ ვალდებულებაც ჰქონდათ, სპა კურორტებზე წელიწადში 2 კვირის განმავლობაში დაესვენათ.

"დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში მდებარე ფოთლებმოდებული შენობები სხვა დროიდან შემორჩენილი სიძველეა. სანატორიუმის დიდი სვეტები, ლურჯ და ფირუზისფრად მოხატული არქიტექტურა საბჭოთა მოქალაქეებს ერთ დროს აქტიურად ემსახურებოდა" - წერს National Geographic-ი.

1920-იან წლებში წყალტუბოში მდებარე სპა კომპლექსი საბჭოთა ექსკლუზიურ კლიენტებს ემსახურებოდა. მოქალაქეები აქ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამკურნალო პროგრამით ჩადიოდნენ და თავიანთი სანქცირებული დასვენების დროს ენერგიის აღდგენაზე მუშაობდნენ, ამავდროულად თავიანთ სოციალისტურ იდეალებზე ფიქრობდნენ. თუ მოქალაქეები ჯანმრთელობას არ უჩიოდნენ, თეორიულად, მათი სამუშაო ადგილი უფრო ჯანსაღი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, საბჭოთა რეჟიმის მხარდასაჭერად უფრო ძლიერ ძალას წარმოადგენდა.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსის ბევრი შენობა მიტოვებულია, მისი რამდენიმე სექცია მაინც ფუნქციონირებს.

National Geographic-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მოქალაქეები კურორტებზე ყოველწლიურად ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადიოდნენ. ისინი სანატორიუმებში მატარებლებით უნდა ჩასულიყვნენ, ჩასვლისთანავე კი საკუთარი ოთახები მოეძებნათ. მათი მოქმედებები მკაცრად გაწერილი იყო და მაგალითად, მზის აბაზანის მიღების დროც კი განსაზღვრული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა სპა კომპლექსებში დასვენება ძალიან სასიამოვნოა, საბჭოთა კავშირში არსებული ასეთი დაწესებულებების ინსტუქციები მკაცრი იყო. მაგალითად, დამსვენებლებს უფლება არ ჰქონდათ, თან თავიანთი სტუმრები წაეყვანათ. გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღება, ცეკვა და ხმაური არ ჯდებოდა მორალურ ნორმებში.

კომუნისტური ერის რამდენიმე გამაჯანსაღებელი სპა კომპლექსი მიტოვებულს ჰგავს, თუმცა ახლაც მოქმედია და დაზიანებულ შენობებს ვიზიტორები ახლაც ჰყავს. National Geographic-ის ცნობით, რამდენიმე ასეთ შენობაში ლტოლვილები ცხოვრობენ, სადაც ისინი კონფლიქტური სიტუაციების შემდეგ დასახლდნენ. "აფხაზმა ლტოლვილებმა სანატორიუმი საკუთარ სახლებად და ბოსტნებად აქციეს", - წერს გამოცემა.

"დღეს წყალტუბო ისევ პოპულარული გამაჯანსაღებელი ქალაქია და იქ არსებულ სანატორიუმს ბევრი დამსვენებელიც ჰყავს. აქ ისევ მოქმედებს სასტუმრო, რესტორანი, ღვინერია და არის სანატორიუმის ტრადიციული მომსახურება, კერძოდ ბალნეოთერაპია და რადიოაქტიური ნახევრად რადონური აბაზანები.

myquiz