მსოფლიოში პირველი მოტივტივე ქალაქი 2020 წელს გამოჩნდება - იხილეთ ვიდეო | Allnews.Ge

მსოფლიოში პირველი მოტივტივე ქალაქი 2020 წელს გამოჩნდება - იხილეთ ვიდეო

ზღვაში ქალაქის აშენების ამბიციურმა გეგმამ, რომელიც ქალაქში საცხოვრებელი სახლების, რესტორნებისა და საოფისე ფართების განთავსებას გულისხმობდა, ხორცშესხმა დაიწყო.

საერთაშორისო წყლებში ავტონომიური ქალაქების მშენებლობის იდეამ ერთი ნაბიჯი გადადგა რეალობისკენ.

წყალზე მოცურავე ქალაქი პროექტის მიხედვით, საფრანგეთის პოლინეზიის სანაპირო წყლებში აშენდება და ფუნქციონირებას 2020 წლისთვის დაიწყებს. პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლები 300 ადამიანზეა გათვლილი.

Seasteading Institute-ის პრეზიდენტმა ჯო კვირკმა ოკეანეებში ქალაქების განთავსების გეგმები წარადგინა, რომლებიც მსოფლიო ხელისუფლებების მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან თავისუფალი იქნება.

"მოტივტივე ქალაქი თავისი არსით სტარტაპერი ქვეყნაა", - განაცხადა ჯო კვირკმა და განმარტა, რომ თანამედროვე ხელისუფლებებით იმედგაცრუებულია და დარწმუნებულია, რომ ისინი არც მომავალში შეიცვლებიან, რადგან უბრალოდ წარსულში დარჩნენ.

კვირკი მოტივტივე ქალაქებს ხედავს, როგორც აღნიშნული სისტემისთვის თავის დაღწევის შესაძლებლობას.

პოლინეზიის სიახლოევს მოტივტივე ქალაქის მშენებლობა დაახლოებით 167 მილიონი დოლარი დაჯდება.

myquiz