სად უნდა იმოგზაუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით | Allnews.Ge

სად უნდა იმოგზაუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მოგზაურობისთვის სასურველი მიმართულების არჩევა, შესაძლოა, ისეთივე მარტივი იყოს როგორც დარტსის სროლა მსოფლიო რუკაზე. მაგრამ თუ რაიმე უფრო მეტს ეძებთ, მაგალითად, არატრადიციულს, შეეცადეთ მიმართულება თქვენი ზოდიაქოს ნიშანზე დაყრდნობით შეარჩიოთ. ასტროლოგიური ნიშნით თქვენი ხასიათის განსაზღვრა, შესაძლოა, დაუვიწყარი საოცნებო მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგეხმაროთ. მართლაც საინტერესოა რა ხდება მაშინ როდესაც ხართ კარგად ორგანიზებული ქალწული და მოგზაურობთ ტყუპებთან ერთად, ან გამგზავრებას ორ ყველაზე ჯიუტ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამინებთან - ლომთან და კუროსთან ერთად აპირებთ, წარმოიდგინეთ რა ხდება მაშინ როდესაც თევზები, რომელსაც დასვენების დროს ყველაზე მეტად წყლის პირას განმარტოვება და ფიქრი ურჩევნია, ლომთან ერთად აღმოჩნდა, რომელიც დასვენების ძირითად დროს სელფების გადაღებაში ატარებს.

ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ მოგზაურობის იდეალური მარშრუტი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით.

თხის რქა

დასვენება, რომელიც ოჯახსა და მხიარულებას აერთიანებს იდეალურია ამ ზოდიაქოს მქონე ადამიანებისთვის. მათ უყვართ ადამიანების არსებობა ირგვლივ. ამ ამბიციური და დისციპლინური ნიშნის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ ისეთი დასვენების ორგანიზება, რომელიც რელაქსაციის შესაძლებლობას იძლევა და იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღრმად ფიქრი უყვარს.

მერწყული

ეს ჰაერის ნიშანი ცნობილია თავისი დამოუკიდებლობითა და ერთგულებით როგორც ცხოვრებაში ისე დასვენების დროს. ერთგულება იმას ნიშნავს, რომ ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ რამდენჯერმე დაბრუნდნენ დასვენების ერთსა და იმავე ადგილას - ზღვის საყვარელ სანაპიროზე, კარგად ნაცნობ ქალაქში ისინი ბრუნდებიან კიდევ და კიდევ. ამ ადამიანებისთვის სამოგზაუროდ იდეალური ადგილი ბრაზილიაში იგუასუს ჩანჩქერი, ბოლივიის სალარ დე უიუნი, ფინეთიდან დანახული ჩრდილოეთის ნათება და ლონდონის ან მადრიდის მუზეუმების ტური.

თევზები

თევზების ყოველდღიურობისთვის თავის დაღწევისადმი სწრაფვა ამ ნიშნის მატარებლებისთვის დასვენებას სავალდებულოს ხდის. ცვალებადი ხასიათის მქონე ეს წყლის ნიშანი მეოცნებეა თავისი ბუნებით და ყვავის ლამაზ ყველაფრისგან დაშორებულ ადგილას. ამ ნიშნის მქონე ადამიანებმა სამოგზაუროდ ისეთი ადგილი უნდა შეარჩიონ რომელიც მდიდარია ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, თუმცა არც კულტურული შემოთავაზებებით იქნება ღარიბი წინააღმდეგ შემთხვევაში თევზებს მობეზრდებადა არ დაგავიწყდეთ სივრცის დატოვება ოცნებისთვის. საოცნებო ადგილად შესაძლოა იქცეს პლიტვიცეს ტბები ხორვატიაში ან დასვენება ფიჯიზე.

ვერძი

ვერძი დამოუკიდებელი და ენერგიული ნიშანია, რომელიც სულაც არ იქნება ბედნიერი თუ საკუთარ დასვენების დღეებს სადმე კლუბში ჯდომაში გაატარებს, ამის ნაცვლად ისინი უპირატესობას ანიჭებენ მუდმივ მოძრაობასა და გადაადგილებას. მათთვის საუკეთსო გამოსავალი ალბათ ბულგარეთის შავიზღვისპირა სოფლებში ტურის ორგანიზება, ან ათასობით ტაძრის მონახულობა მიანმარში, ან კიდევ თავგადასავლებით სავსე მგზავრობა გვატემალაში.

კურო

კურო სითბოთი და სიყვარულის უნარით გამოირჩევა, ამიტომ მას ხშირად ამ გრძნობებთან განმარტოვება სჭირდება. ამისთვის საუკეთესო ადგილად კი ამ ნიშნის მატარებელი უმეტესი ადამიანი კომფორტულ და გლამურულ სასტუმროში დასვენებას მიიჩევს.

ტყუპები

ჰაერის ნიშები გამოირჩევიან ადაპტაციის უნარით და შეუძლიათ შეეგუონ ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც განზრახ თუ უნებურად აღმოჩნდნენ. უცხო სიტუაციების მათთვის ყველაზე მიმზიდველია. ეს მოქნილობა შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს მალე ბეზრდებათ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გამოწვევების წინაშე არ დგებიან. რაც შეეხება არდადეგებს მათი ერთადერთი მოთხოვნილებაა მუდმივად გადაადგილდებოდნენ კუნძულიდან კუნძულზე, ერთი კულტურული ადგილიდან მეორეზე. სწორედ ამიტომ დიდი ქალაქები, რომლებიც სავსეა ახალი გამოცდილებით ან ბევრი მიმართულება ერთი მოგზაურობისას, იდეალურია ტყუპებისთვის. ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს შესაძლოა ბერლინსა და რომში დროის გატარება მოეწონოთ.

კირჩხიბი

დასვენება ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან ერთად ამ ნიშნის მატარებელი ადამიანებისთვის იდეალურად ჟღერს. მსგავსი დასვენების დროს კირჩხიბს საშუალება აქვს თავისი მზრუნველობითი ხასიათი გამოავლინოს. თუ ოჯახის ერთად შეკრება ახლო პერსპექტივა არ არის, კირჩხიბი მყუდრო საწოლს და პატარა ქალაქში დასვენებას ამჯობინებს.

ლომი

ლომი ცეცხლოვანი ენერგიითა და დრამატიზმისკენ მიდრეკილებით გამოირჩევა. ლომს უყვარს იქ ყოფნა, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. როდესაც მოგზაურობის დაგეგმვაზე იწყება საუბარი, ლომი პირველ რიგში იმაზე ფიქრობს თუ რომელი ადგილი გამოჩნდება მიმზიდველად "ინსტაგრამზე" და კიდევ უფრო მიმზიდველად ფურცელზე. ამ ნიშნის მატარებელი ადამიანები თავის იდეალურ დასვენებას ნიუ-იორკში ან იბიცაზე გაატარებენ.

ქალწული

ქალწულებს მარშრუტის დეტალურად შედგენა უყვართ, წინასწარ ეძებს ყველა სასურველ დანიშნულების ადგილს და შეუძლია თავისი Google Map-ი გაგიზიაროთ, სადაც საუკეთესო რესტორნები, მარკეტები და კაფეტერიებია მონიშნული. ქალწულს ამ პერფექციონიზმის გამოყენება კულინარიული მოგზაურობის დაგეგმვაში დაეხმარება.

საწორი

სასწორს სიმშვიდე იზიდავს და რომანტიკისკენ იხრება. საუკეთესო დასვენებად ითვლება ის, რომელიც საკუთარ თავში სიმშივდეს და ამავდროულად მრავალფეროვნებას აერთიანებს. სასწორი დასვენებისთვის ისეთ ადგილებს ეძებს, სადაც მშვიდ მყუდრო ადგილებსაც იპოვის და არც მაღაზიებს რესტორნებს და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს მოინაკლისებს.

მორიელი

მორიელის ინტენსიური ბუნება იმას გულისხმობს რომ განტვირთვისთვის მათ სჭირდებათ სრულად მოსწყდნენ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ მორიელს ბუნებასთან კომუნიკაცია უყვარს, რადიკალურ გადაწყვეტილებას არ იღებს და ტყეში არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთების უნარიც აქვთ. ამის ნაცვლად ისინი ბუნებისა და ინფრასტრუქტურული კეთილდღეობის კომბინაციას ირჩევენ და სადმე ეროვნულ პარკში მყუდრო, თუმცა, კარგად მოწყობილ ქოხში განმარტოვებას ამჯობინებენ.

მშვილდოსანი

ასტროლოგიაში მშვილდოსანი გამოსახულია როგორც კენტავრი, რომელსაც ხელში მშვილდი უჭირავს და მზადაა ნადირობისთვის. მოგზაურობაში ეს იმას იშნავს, რომ ამ ნიშნის მატარებელი ადამიანი ყველაფერს ახალს და ხელუხელებელს ეძებს მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა კვირები დასჭირდეს.

myquiz