შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრების წესები შესაძლოა გამკაცრდეს | Allnews.Ge

შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრების წესები შესაძლოა გამკაცრდეს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა, 42 ხმით, ახალი რეგულაციების პროექტს დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.

ახალი რეგულაციის პროექტის მიხედვით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის ვიზა არ სჭირდებათ, მოუწევთ ელექტრონული აპლიკაციის შევსება. აპლიკაციაში გამგზავრების მსურველი შეიყვანს პირად მონაცემებს, სამოგზაურო საბუთის მონაცემებს, საცხოვრებელ მისამართს, საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაციას.

ავტორიზაციის მიღების საფასური 10 ევროს შეადგენს და 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. მონაცემების დამუშავება 72 საათის განმავლობაში მოხდება.

აღნიშნული რეგულაციები საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში 2020 წლიდან ამოქმედდება.

myquiz