მწვანე ბარათის მისაღებად მოქალაქეებს განაცხადის შევსება თავიდან მოუწევთ | Allnews.Ge

მწვანე ბარათის მისაღებად მოქალაქეებს განაცხადის შევსება თავიდან მოუწევთ

2019 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდი ხელახლა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 2017 წლის 18 ოქტომბრამდე შევსებული ყველა აპლიკაცია გაბათილებულია, ამიტომ მსურველებმა განაცხადი ხელახლა უნდა შეავსონ.

რა არის "გრინქარდი", რომლის მიღებას მილიონობით ადამიანი ცდილობს

"თუ თქვენ დარეგისტრირდით 2017 წლის 18 ოქტომბრამდე, ეს აპლიკაცია არ მიიღება და მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ახალი პერიოდის განმავლობაში. თქვენ გაქვთ უფლება ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შეავსოთ მხოლოდ ერთი აპლიკაცია, რათა არ იქნათ დისკვალიფიცირებული განმეორებითი აპლიკაციის გამო. ინდივიდები, რომლებიც ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში ერთზე მეტ აპლიკაციას შეავსებენ, იქნებიან დისკვალიფიცირებულნი,"-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშებისათვის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი 2017 წლის 18 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება. იხილეთ ვრცლად

myquiz