პილოტის კაბინაში გადაღებული ვიდეოკადრები, რომელიც ფრენას მოგანდომებთ | Allnews.Ge

პილოტის კაბინაში გადაღებული ვიდეოკადრები, რომელიც ფრენას მოგანდომებთ

"ყატარის ავიახაზების" ერთ-ერთმა თანამშრომელმა "ტვიტერის" მომხმარებელი შოკისმომგვრელი ვიდეოკადრებით გააოცა. მან პილოტის კაბინიდან გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს თუ როგორ დაფრინავს თვითმფრინავი ღრუბლებში და მთების სიახლოვეს. საბოლოოდ, თვითმფრინავი ახალ ზელანდიაში, ქუინსთაუნის აეროპორტში დაჯდა. "ეს არის ის, რასაც პილოტები ხედავენ და ვერ ხედავენ მგზავრები", - დაწერა ვიდეოს ავტორმა. აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ზოგი აღფრთოვანდა, ზოგმა კი განაცხადა, რომ მგზავრებისთვის უმჯობესია, არ იცოდნენ სინამდვილე.

myquiz