ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმრთულებით 4 ახალი მიმართულება დაემატა | Allnews.Ge

ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმრთულებით 4 ახალი მიმართულება დაემატა

უნგრული ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.

კერძოდ, Wizzair-ის ავიარეისებს დაემატა: ქუთაისი-რომი, ქუთაისი-პრაღა, ქუთაისი-პარიზი და ქუთაისი-ბარსელონა.

პირდაპირი ავიარეისები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლიდან ამოქმედდება. მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ "ვიზეარმა" ცოტა ხნის წინ ქუთაისი-ვროცლავის მიმართულებითაც დაამატა ფრენები.

 

myquiz