მიჩიგანის ტბაზე პატარა ქვეყანა, რომელიც ცოცხალი არსებების 500 ათას სახეობას აერთიანებს | Allnews.Ge

მიჩიგანის ტბაზე პატარა ქვეყანა, რომელიც ცოცხალი არსებების 500 ათას სახეობას აერთიანებს

კოსტა-რიკა ლამაზი ბუნებრივი ლანდშაპტითა და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მისი მუდამ მოფუსფუსე მოსახლეობის ხასიათზეც აისახება. Allnews.ge გთავაზობთ 16 საინტერესო ფაქტს კოსტა-რიკაზე, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.

1. ქვეყნის მეოთხედს დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. სტუმრები და ადგილობრივები კოსტა-რიკას ბუნებრივ მემკვიდრეობას პატივისცემით ეპყრობიან და მის დაცვას ცდილობენ. ქვეყანა დაცული ტერიტორიების სიმრავლით გამოირჩევა - აქ 20 ეროვნულ პარკს, 8 ბიოლოგიურ რეზერვს, ცხოველთა თავშესაფრებსა და სხვა სახის დაცულ ტერიტორიებს შეხვდებით. მთლიანობაში ქვეყნის ფართობის 26% დაცულია.

2. თავისი ბუნებრივი სილამაზით, მრავალფეროვანი ლანშაფტით, ოკეანეებითა და მრავალი სათავგადასავლო აქტივობის განხორციელების საშუალებით, კოსტა-რიკა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. 1995 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ბანანის ექსპორტსაც კი გადააჭარბა. ვიზიტორების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, მაშინ ქვეყანას 2,4 მილიონი ტურისტი ეწვია.

3. კოსტა-რიკას რამდენიმე ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რიცხვს განეკუთვნება. იუნესკომ ქვეყნის ოთხი ლოკაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რიცხვს მიაკუთვნა. მათ შორის ლა-ამისტადის საერთაშორისო პარკი, ქოქოსის კუნძულის ეროვნული პარკი, გუანაკასტეს დაცული ტერიტორია და კოსტა რიკას ქვის ბურთები.

4. კოსტა-რიკა ერთ-ერთია იმ 23 ქვეყანას შორის, რომელსაც მუდმივი ჯარი არ ჰყავს

ქვეყანამ ჯარი 1948 წელს დაითხოვა. შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაში 1949 წელს შევიდა.

5. სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კოსტა-რიკაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელია. ეს რიცხვი ამერიკის შეერთებული შტატების სიცოცხლის ხანგრძლივობას ერთით აჭარბებს. ნიკოიას რეგიონი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, მსოფლიოშიც ლიდერობს.

6. ქვეყანაში 200 ვულკანური ფორმირებაა. მათგან 112 აქტივობის გარკვეულ ტიპებს ამჟღავნებს. 60 კი არ არის აქტიური და სავარაუდოა, კვლავ გააქტიურდეს.

7. კოსტა-რიკა მიჩიგანის ტბაზე პატარაა

ქვეყნების ფართობი 51 100 კვადრატული კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მიჩიგანის ტბაზე პატარა ტერიტორია უკავია (58 000კმ2). სანაპირო ზოლის სიგრძე 1290 კილომეტრს შეადგენს.

8. მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 5% კოსტა რიკაშია თავმოყრილი

შესაძლოა ის დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ბევრ ცოცხალ არსებას უყრის თავს. მიუხედავად იმისა, რომ კოსტა-რიკა მსოფლიოს ფართობის მხოლოდ 0,3%-ს იკავებს, ბიომრავალფეროვნების მხრივ, მაინც ერთ-ერთი პირველია, რადგან აქ ცოცხალი არსებების 500 ათასი სახეობაა წარმოდგენილი.

9. კოსტა რიკა პეპლების სიმრავლით გამოირჩევა

ქვეყნის ტერიტორიაზე ცენტრალურ ამერიკაში აღმოჩენილი პეპლების სახეობის 90%, ნეო-ტროპიკული პეპლების 66% და მსოფლიოში აღმოჩენილი პეპლების 18% შეგვხვდება.

10. კოსტა-რიკას მაცხოვრებლები საკუთარ თავს ადგილობრივ დიალექტზე Ticos და Ticas ეძახიან. შესაბამისად, სქესის მიხედვით მამაკაცებს Ticos უწოდებენ, ქალებს Ticas.

11. კოსტა-რიკაში საგზაო ნიშნებს 2012 წლამდე არ იყენებდნენ. ადგილდებარეობის განსასაზღვრად კი ქუჩებისა და ადგილების მათთვის ჩვეულ დასახელებას იყენებდნენ.

12. ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს მისალმებისას pura vida-ს ეუბნებიან და ამგვარად, ერთმანეთს დღეგრძელობას უსურვებენ. ეს მათი ხანგრძლივი ტრადიცია და შინაგანი მდგომარეობაა. ქვეყნის მოსახლეობა ხომ ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს.

13. თუ მისალმების ამ ტრადიციაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უჩვეულო არ იქნება ფაქტი, რომ კოსტა-რიკას მოსახლეობა დედამიწაზე ყველაზე ბედნიერია. ამას ბედნიერების ინდექსი გვეუბნება, რომელიც ყველაზე მაღალი სწორედ ამ ქვეყანაში დაფიქსირდა.

myquiz