04.08.2017 / 15:43
შრიფტის ზომა:

საუდის არაბეთის ახალ კურორტზე ქალები ბიკინით დასვენებას შეძლებენ

დასვენების საოცნებო ადგილებზე ფიქრისას ალბათ მალდივის ან სეიშელის კუნძულები და მდიდრული სანაპიროები გახსენდებათ. ამ თავლსაზრისით სავარაუდოდ არც ერთი თქვენგანი არ იფიქრებს საუდის არაბეთზე. თუმცა, რეალობა შეიძლება სულ მალე შეიცვალოს. საუდის არაბეთს წითელ ზღვაზე მდებარე დასავლეთ სანაპიროს განვითარების ამბიციური გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. წითელი ზღვის გასწვრივ, 200 კილომეტრზე, სანაპირო ზოლი მდიდრული სასტუმროებითა და ტურისტული ზონებით მოეწყობა.

სანაპირო ზოლი ახალ აეროპორტსაც მოიცავს, რომლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება, კურორტი კი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იხელმძღვანელებს.

ეს იმასაც ნიშნავს რომ პლაჟზე ქალებს ღია საცურაო კოსტიუმების ჩაცმა და

მზეზე გარუჯვა შეეძლებათ. რაც შეიძლება უჩვეულოა კონსერვატიული სამეფოსთვის სადაც ქალს სხეულის ნაწილების გამოჩენა ეკრძალება და ვალდებულია დახურული ტანისამოსით იაროს. უფრო მეტიც, საუდის არაბეთში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მანქანის ტარება და თანმხლები მამაკაცის გარეშე მოგზაურობაც კი ეკრძალებათ.

ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს მოწყობა Vision 2030-ის პროექტის ფარგლებში იგეგმება.

ტურისტულ ზონებში დამსვენებლებისთვის ვიზების გაცემაც გამარტივდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია დატოვებს თუ არა საუდის არაბეთი შეზღუდვას ალკოჰოლზე.

პროექტის პირველი ნაწილი 2022 წლისთვის დასრულდება.