31.07.2017 / 14:32
შრიფტის ზომა:

გაბედე და გაიარე: შვეიცარიაში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი გაიხსნა

შვეიცარიის ქალაქ ცერმატის მახლობლად, მსოფლიოში ყველაზე გრძელი საფეხმავლო დაკიდული ხიდი გაიხსნა, რომლის სიგრძე დაახლოებით, ნახევარი კილომეტრი, ხოლო სიმაღლე 85 მეტრია.

ცერმატის ტურიზმის საბჭოს განცხადებით, ბაგირები, რომელთა მეშვეობითაც ხიდი ჰაერში ლივლივებს 8 ტონას იწონის. დაკიდული ხიდი ტურისტული მარშრუტის ნაწილია, რომელიც გრეხენიდან ცერმატში გადის, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს მთა მატერჰორნი.