ფოტორეპორტაჟი დუბაიდან: როგორ ერთობიან არაბი მილიარდერები | Allnews.Ge

ფოტორეპორტაჟი დუბაიდან: როგორ ერთობიან არაბი მილიარდერები

"დუბაი შესანიშნავი და წინააღმდეგობებით აღსავსე ქალაქია. ნაწილი მისით აღფრთოვანებულია, ნაწილი კი კრიტიკულადაა განწყობილი"- განაცხადა Magnum Awards-2017-ის დოკუმენტური ციკლის გამარჯვებულმა ნიკ ჰანესმა. ბელგიელმა ფოტოგრაფმა ჯილდო დოკუმენტურ ნამუშევარში "პური და სანახაობა" მიიღო, რომელშიც ნაჩვენებია დუბაი, როგორც გართობის მთავარი ადგილი კაპიტალიზმისა და გლობალიზაციის პირობებში.

"დუბაის სწრაფი სახეცვლილება, რომელიც მან 1960 წლის პატარა მეთევზეთა ქალაქიდან თანამედროვე მეტროპოლისამდე განიცადა, მის გულშემატკივრებსა და კრიტიკოსებს ერთნაირად აღაფრთოვანებს"- წერს ნიკ ჰანესი თავისი პროექტის წინასიტყვაობაში.

ფოტოგრაფმა თავისი ყურადღება საზოგადოების მდიდარ ნაწილსა და მათი ცხოვრების წესზე შეაჩერა. სტუმრობდა იმ ადგილებს, სადაც დუბაის "ნაღები საზოგადოება" იკრიბებოდა - პლაჟებს, ღამის კლუბებს, თემატურ პარკებს, სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს.

ნიკ ჰანესის თქმით, დუბაი, თავისი ხელოვნური კუნძულებითა და შენობებით, მდიდრებისთვის განკუთვნილ ერთ დიდ თემატურ პარკად შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა, ფოტოგრაფის მთავარი მიზანი ძვირფასი ავტომობილებისა და მდიდრული სამოსის ასახვა არ იყო, ის ცდილობდა უფრო ღრმად ჩაეხედა.

"შთაგონების წყარო ბელგიელი ფილოსოფოსის ლევინ დე კოტერის წიგნი The Capsular Civilisation გახდა, სადაც ავტორი აღწერს უკიდურეს ფუფუნებაში "კაფსულაში" მცხოვრებ საზოგადოებას და დანარჩენ ქაოსსა და გაჭირვებაში ჩაფლულ მსოფლიოს. ამ წიგნმა ჩემი თეორიული ბაზა მოამზადა"- ყვება ფოტოგრაფი.

ჰანესი დუბაისა და ზოგადად, არაბეთის გაერთიანებული საამროების ყოფაში კოტერისუულ პარალელებს ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა ერთი დიდი კაფსულაა, ოაზისი ქაოსით მოცულ ახლო აღმოსავლეთში.

ფოტოგრაფის განმარტებით, მის ნამუშევარში არ არის პასუხები მრავალჯერ დასმულ კითხვებზე, მისი ფოტოები სვამს დამატებით კითხვებს საზოგადოების გახლეჩილობის, სიხარბისა და თვითგადარჩენის უნარის შესახებ. ჰანესი განმარტავს, რომ მოხარული იქნება, თუ მისი ნამუშევარი ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს.

myquiz