მაღაზია, რომელსაც გამყიდველი და მოლარე არ ჰყავს | Allnews.Ge

მაღაზია, რომელსაც გამყიდველი და მოლარე არ ჰყავს

უკვე დიდი ხანია შეგუებულები ვართ იმ აზრს, რომ ჩვენი სამუშაო ადგილი შესაძლოა, რობოტმა დაიკავოს, მაგრამ სმარტფონებისგან ეს ნამდვილი მოულოდნელობა იყო. შვედეთის პატარა კომფორტულ მაღაზიას მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს- თქვენს ჯიბეში არსებული სმარტფონი. ის კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ამ მაღაზიაში სმარტფონი გამოიყენება ყველაფერში შეიძლება, დაწყებული შესავლელი კარის გახსნიდან, შენაძენის დამოუკიდებლად გაკეთებით დასრულებული. ანგარიშსწორება კი თვის ბოლოს არსებული მონაცემების დამუშავების შემდეგ ხდება.

მაღაზიის მფლობელი IT-სპეციალისტი რობერტ ილიასონია. მან სპეციალური პროგრამა შექმნა, რომელსაც მარკეტში შენაძენის გასაკეთებლად საჭირო ნებისმიერი ფუნქციის შესრულება შეუძლია. მსგავსი პროგრამის საფუძველი, მოსახლეობის მიერ მობილური გადახდის სწრაფად ათვისება გახდა. მიზანი კი მომსახურების ბაზარზე პატარა მაღაზიების დაბრუნება, რომლებიც დროთა განმავლობაში დიდმა სუპერმარკეტებმა შთანთქა.

რობერტ ილიასონი იმედოვნებს, რომ მისი წამოწყება მალე მთელს ქვეყანაში გავრცელდება.

რა თქმა უნდა, მაღაზიას ადამიანური რესურსი სჭირდება, რათა პროდუქციის განახლება და ჩანაცვლება მოხდეს. დამატებითი პრობლემები შეიძლება შეიქმნას მძარცველებიდან გამომდინარეც. თუმცა, იდეის ავტორმა ქურდობის პრევენციისთვის 45 კვადრატული მეტრი ფართობის მაღაზიაში 6 სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა, რომელთა დახმარებითაც, მას პირადად მისდის შეტყობინება თუ მაღაზიის კარი 8 წამზე მეტხანს დარჩა ღია ან თუ ვინმე მის გატეხვას ცდილობს.

აღნიშნული პრობლემების მიღმა ყველაზე დიდ უხერხულობას ის ქმნის, რომ ასაკოვან ადამიანებს სმარტფონის პროგრამის გამოყენება არ შეუძლიათ.

საუკეთესო მხარე კი ის არის, რომ რიგში დგომა საჭირო არ არის.

myquiz