12 კუნძული, რომლის შეძენაც ახლა შეგიძლიათ | Allnews.Ge

12 კუნძული, რომლის შეძენაც ახლა შეგიძლიათ

თუ გსურთ, რომ მილიარდერივით იცხოვროთ, ამისთვის საკუთარი კუნძული გესაჭიროებათ, ბაზარზე კი გასაყიდად რამდენიმე მათგანია გამოტანილი, რომელთა ფასიც, კუნძულის კვალობაზე საკმაოდ ხელმისაწვდომია და 1 მილიონი დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობს.

აღნიშნულ კუნძულებზე სიმშვიდე, მარტოობა, ჰარმონია და ყოველდღიური ხმაურისგან თავისუფლება სუფევს, ფასებს კი მდებარეობისა და ზომის მიხედვით ადგენენ.

Business Insider-ი წარმოგიდგენთ 12 კუნძულს, რომლის შეძენათ, ახლავე შეგიძლიათ, მაშინაც, თუ მილიონერი არ ხართ:

1. კუნძული Wild Cane Key, ბასტიმენტოს სანაპიროზე, ცენტრალურ ამერიკაში, რომელიც 360 000$-დაა შეფასებული. მისი სრული ზომა 3,4 აკრია, მოიცავს სახლსაც და ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს.

2. კუნძული The Swains Cay Andros ბაჰამაზე, რომელიც 2,2 აკრია, მოიცავს ორ საძინებლიან, ორ აბაზანიან სახლს ბუნგალოთი. მისი ფასი კი 525 000$-ია.

3. Nukudrau-ს კუნძული, წყნარი ოკეანის სამხრეთით, ფიჯიზე. მისი ზომა 46 აკრია, მოიცავს სათევზაო და სუფთა წყლებს, ფასი კი შეთანხმებითაა.

4. Lovango Cay, 5 აკრიანი კუნძული, აშშ-ის ტერიტორიაზე, ფასი ასევე შეთანხმებით.

5. Cayo Iguana, ნიკარაგუას სანაპიროზე მდებარე პატარა, 5 აკრიანი კუნძული, რომელიც 750 000$-დაა შეფასებული და სამ საძინებლიან და ორ აბაზანიან სახლს მოიცავს.

6. Mavuva-ს კუნძული, რომელიც ფიჯისთან ახლოს მდებარეობს და 42 აკრის ზომისაა. მისი ღირებულება 75 000$-დან 125 000$-მდე მერყეობს.

7. თუ თევზაობა, ნაოსნობა, ყვინთვა და ცურვა თქვენი ჰობია და თან კაპიტალიც გაქვთ, ეს 1,4 აკრის ზომის კუნძული სწორედ თქვენთვისაა. ის ბელიზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და 225 000$-დაა შეფასებული.

8. ალიასკას სანაპიროზე 1,81 აკრის ზომის კუნძული მდებარეობს, რომელზეც სახლის აშენება თავად მოგიწევთ. მისი ღირებულება 297 000$-ია.

9. Deadman Caye, 1,4 აკრის ზომის კუნძული, ბელიზის სანაპიროზე, შემოფარგლულია რიფები. მისი ღირებულება 299 000$-ია.

10. Tahifehifa-ს კუნძული, წყნარი ოკეანის სამხრეთით. მისი ზომა 1,09 აკრია, ღირებულება კი 311 623$. მისი სანაპირო თეთრი ქვიშითაა დაფარული.

11. Pink Pearl-ის კუნძული, რომელიც ნიკარაგუას სანაპიროზე მდებარეობს, 500 000$-დაა შეფასებულლი. მისი ზომა 2,5 აკრია, შუა კუნძულზე კი ულამაზესი სახლი დგას.

12. თუ უფრო მეტ კომფორტს ეძებთ და მილიონერი ხართ, მაშინ East Sister Rock-ის კუნძული, რომელიც 11,5 მილიონი დოლარი ღირს, სწორედ თქვენთვისაა. ის ფლორიდასთან მდებარეობს და სამ საძინებლიან, ორ აბაზანიან და სასტუმრო ოთახიან ფეშენებელურ სახლს მოიცავს, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც აქვს.

myquiz