სოფელი, სადაც გათხოვილი ქალი საკუთარ სახლში რჩება | Allnews.Ge

სოფელი, სადაც გათხოვილი ქალი საკუთარ სახლში რჩება

ინდონეზიის მაღალმთიანი რეგიონის, სუმატრას მკვიდრი მინანგკაბაუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების გაერთიანება მსოფლიოში ყველაზე დიდ მატრიარქალურ კავშირს წარმოადგენს.

ლეგენდის თანახმად, მე-12 საუკუნის შუა ხანებში, მეფე მაჰარაჯო დირაჯოს გარდაცვალების შემდეგ, სამი ქვრივი და სამი ვაჟი დარჩა. პირველმა ცოლმა ბავშვებსა და სამეფოზე პასუხისხმგებლობა აიღო და აქედან დაედო სათავე ქალთა გაერთიანებას.

ამ ულამაზეს ბრინჯის პლანტაციებსა და სახლებს ქალები უვლიან, რომელთა ქალიშვილებსაც დედის სახელები ჰქვიათ, ქმრებს კი მხოლოდ სტუმრობის უფლება აქვთ.

რაც შეეხება მათ რელიგიურ შეხედულებებს, ის ინდოეთიდან შემოსული ცხოველთა თაყვანისცემის, ბუნების თაყვანისცემის, ინდიუზმისა და ბუდიზმის ნაზავს წარმოადგენს. მათი კულტურა და კანონები ადათ-წესებზეა დაფუძნებული. მიუხედავად მატრიარქალური კულტურისა, მათ რელიგიაში ისლამის ელემენტებიც შეინიშნება.

მაშინ როდესაც ისლამური ტრადიციის მიხედვით პატარძალი სიძესთან გადადის საცხოვრებლად, ამ დასახლებაში ქალი გათხოვების შემდეგ საკუთარ სახლში რჩება.

ქორწილი აქ განსაკუთრებულად დახვეწილი დღესასწაულია. ცერემონიალის მონაწილეები მიდიან პატარძლის სახლში, სადაც იხდიან ქორწილს ისლამური წესების დაცვით, თუმცა ქალებს ცხადია, აქ უფრო მეტი უფლებების აქვთ, ვიდრე ისლამურ სახელმწიფოებში.

საქორწილო ცერემონიალზე პატარძლის ოჯახის წევრებს თავიანთი ტრადიციული სამოსი აცვიათ და თავებზე ძვირფასი საჩუქრები, საკვები და ფული აქვთ შემოწყობილი.

ქორწინება სოციალურ და ეკონომიკურ პრივილეგიებთანაა დაკავშირებული, რასაც აქ მაღალ საფეხურზე მყოფი ქალები აკონტროლებენ, ისინი ერთვებიან ოჯახის მართვაში და სხვადასხვა რიტუალის მთავარი მოქმედი გმირებიც არიან.

ლეგენდის თანახმად, როცა მაჯაპაჰიტის იმპერიის მეფემ მინანგკაბაუს წინააღმდეგ ომი გამოაცხადა, სუმატრას მეფემ დახმარება ხარს სთხოვა, რომელმაც მოწინააღმდეგე ქვეყნის ხარი მოკლა.

ამბობენ, რომ სახელი მინანგკაბაუ მოდის სიტყვებიდან "მინანგ" და "კაბაუ," პირველი გამარჯვებას ნიშნავს, მეორე - წყლის ხარს.

ამიტომაც აქაურ სახლებსა და ქალების თავსაბურავებს სწორედ ხარის რქის ფორმა აქვს.

რაც შეეხება მინანგკბაუს დროშას, ის შავი, წითელი და ყვითელი ფერებისგან შედგება, რაც ადგილობრივების აზრით, მათ ბუნებასა და კულტურას ასახავს.

მომზადებულია BBC Travel-ის მიხედვით.

 

 

myquiz