"მოჩვენებათა ქალაქი" კვიპროსში | Allnews.Ge

"მოჩვენებათა ქალაქი" კვიპროსში

სწორედ იმ დროს, როდესაც ოჯახები სადილობისთვის ემზადებოდნენ,  ბავშვები კი ოთახში თამაშობდნენ ათასობით წლის დასახლების მაცხოვრებლებს მოულოდნელად მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება.

ბერძენი კვიპროსელების თქმით, ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც 1974 წელს თურქმა ჯარისკაცებმა ვაროშის მოსახლეობას თავიანთი სახლებიდან გამოსვლა აიძულეს. მას შემდეგ 42 წელი გავიდა, ვაროშა კი ხმელთაშუა ზღვის მოჩვენებების ქალაქად იქცა.

კვიპროსი ორად გაყოფილი ქვეყანაა. საუკუნეების განმავლობაში, ოტომანის იმპერიის დროს, ეს პატარა კუნძული ბრიტანეთის მიერ იყო ანექსირებული, თუმცა, ხუთწლიანი ომის შემდეგ, 1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. მიუხედავად ბრიტანეთის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლისა, ბერძენ და თურქ კვიპროსელებს შორის დაძაბულობა იყო.

1974 წელს, საბერძნეთში მომხდარი გადატრიალების დროს, მისმა ავტორებმა კვიპროსის პრეზიდენტის, მაკარიოს მესამის პოსტიდან ჩამოგდება და კუნძულზე კონტროლის დამყარება სცადეს, თუმცა, თურქულმა სამხედრო ძალამ "ამბოხება" მალევე ჩაახშო. სწორედ ამ პერიოდში, ჩრდილოეთ კვიპროსის ათასობით მცხოვრები სამხრეთ კვიპროსში გადასახლდა და პირიქით.

ამჟამად კვიპროსის თურქ და ბერძენ ლიდერებს შორის მეზობლური ურთიერთობაა.

"ვაროშა (ფამაგუსტის რაიონი), კვიპროსისთვის შემაფერხებელ პრობლემას წარმოადგენს. ის გრძელი და დაუსრულებელი კონფლიქტის ნამდვილი სახეა, რომელიც ადამიანების სულებს ითხოვს," - აღნიშნავს რეჟირორი ვასია მარკიდესი, რომელიც კვიპროსში, ფამაგუსტას ეკოსისტემის გეგმას ხელმძღვანელობს.

რამდენიმე წელია, რაც მარკიდესმა პატარა გუნდი შექმნა, რომელიც ფამაგუსტას ეკოლოგიურ ადგილად გადაქცევაზე მუშაობს. მარკიდესის თქმით, მისი ძირითადი მიზანი კვიპროსის თურქი და ბერძენი მაცხოვრებლების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებაა, რომელიც ვაროშასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღმშენებლობაში მდგომარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბერძენ და თურქ კვიპროსელებს საერთო ინტერესები აკავშირებთ, მათ შორის წინააღმდეგობები მაინც იკვეთება, რაც ვაროშას გაყინულ, მოჩვენებების ქალაქად დარჩენას უფრო მეტად უწყობს ხელს. გარდა ამისა, ვაროშას რეაბილიტაცისა და გახსნის შემდეგ, კვიპროსის მოსახლეობასა და დეველოპერებს შორის მიტოვებულ სახლებზე დავა დაიწყება.

ქალაქის ამჟამინდელი მოსახლეობა, რომელიც 40 000-ს შეადგენს, ვაროშას გახსნამდე შესაძლოა, 200 000-მდე გაიზარდოს, რაც პრობლემას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის, აქედან გამომდინარე კონსენსუსის მიღწევა გართულდება.

ვაროშაშია ნიქოზის მიტოვებული აეროპორტიც, რომელიც კვიპროსის კონფლიქტამდე რეგიონის უმნიშვნელოვანეს წერტილს წარმოადგენდა. აეროპორტის ტერმინალიდან რამდენიმე მეტრის სავალზე ძველ სარეკლამო პოსტერებს წააწყდებით, რომლებზეც კვიპროსის თურქული მხარის ლიდერი მუსტაფა აკინცი და ბერძნული მხარის ლიდერი ნიკოს ანასტასიადესია გამოსახული.

2014 წელს კვიპროსზე მხარეების გაერთიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. თუმცა, შედეგების მიხედვით,  ჩრდილო და სამხრეთ მხარეები ისევ განცალკევებულები დარჩნენ.

ახლა, ვაროშას მთელ პერიმეტრზე გალავანია გადაჭიმული. ფამაგუსტას მაცხოვრებლები რკინის აივნებიდან ყოველდღიურად ცარიელ, მიტოვებულ ქალაქს უყურებენ.

თუმცა, ფამაგუსტას ეკოლოგიური განვითარების გუნდის წევრების თქმით, ქალაქის აღმშენებლობისა და გახსნის იმედი მაინც რჩება. .

 

მომზადებულია "ალჯაზირას" მიხედვით.

myquiz