ქალაქები ყველაზე გადატვირთული გზებით | Allnews.Ge

ქალაქები ყველაზე გადატვირთული გზებით

დიდი ქალაქების ქუჩებში სულ უფრო მატულობს ავტომობილების რაოდენობა. შედეგად, ადამიანებს უამრავი დროის დაკარგვა უწევთ საცობებში. კომპანია Inrix-მა 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოავლინა ქალაქები ყველაზე გადატვირთული გზებით.

წარმოგიდგენთ ევროპის ქალაქების რეიტინგს:

10. მილანი - 52 საათი

9. უტრეხტი - 53 საათი

8. მიუნხენი - 53 საათი

7. კარლსრუე - 54 საათი

6. მოსკოვი - 57 საათი

5. ბრიუსელი - 70 საათი

4. კიოლნი - 71 საათი

3. ანტვერპენი - 71 საათი

2. შტუტგარტი - 73 საათი

1. ლონდონი - 101 საათი

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, სამნიშნა მაჩვენებელი, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. რაც შეეხება აშშ-ს. აქ პირველი ადგილი ლოს-ანჯელესმა დაიკავა - 81 საათით, ხოლო ათეული ჰონოლულუმ დაასრულა 49 საათით. 

როგორც აღმოჩნდა, საშუალო სტატისტიკური ამერიკელი წლის განმავლობაში დაახლოებით, 50 საათს ატარებს საცობში. 

 

myquiz